იანვარში ბინები გაძვირდა - სად რამდენით მოიმატა ფასმა?
უძრავი ქონება კვლავ ძვირდება. Colliers Georgia-ას იანვრის მონაცემებით, ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის იანვართან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 7.8%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში 8.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 8%-ით მოიმატა.
რაც შეეხება ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილ გასაყიდ ფასს, 2025 წლის იანვართან შედარებით ზრდა გარეუბანში 10.4%-ია, ქალაქის ცენტრში12.5%, ხოლო ფართო ცენტრში 20%.
ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასებმა 19.2%-ით მოიმატა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით, ხოლო ფართო ცენტრის მეორეულ ბაზარზე მხოლოდ 1.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 11.1% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.3%-ით გაიზარდა.
გაიზარდა გაყიდული ბინების რაოდენობაც. გასულ თვეში საცხოვრებელი ბინების რეგისტრირებულმა ტრანზაქციების რაოდენობამ 2,923 ერთეული შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1.4%-იან ზრდას ნიშნავს.