თეგებით ძიება

786-დან 4 088 დოლარამდე - როგორია 1 კვ.მ ბინის ფასი თბილისში კატეგორიების მიხედვით

2026 წლის იანვარში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა 2 229-ს გაუტოლდა და წლიურ ჭრილში 5%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ ბაზრის მიმოხილვაში.

კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარში საშუალო გასაყიდი ფასი ბოლო ერთი თვის ჭრილში თითქმის იმავე ნიშნულზე - 1 340 დოლარზე შენარჩუნდა, ხოლო წლიურად 6%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში ბინების ღირებულება კატეგორიების მიხედვით საშუალო ფასს ბევრად აღემატება. მაგალითისთვის, 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი ლუქს კლასის შემთხვევაში 4 088 დოლარსაც კი შეადგენს.

უფრო კონკრეტულად, თბილისში, ბინების ფასი კატეგორიების მიხედვით ასე გამოყურება:

  • ლუქს კლასი - 4 088 დოლარი;
  • პრემიუმი+ - 2 821 დოლარი;
  • პრემიუიმი - 2 087 დოლარი;
  • კომფორტი - 1 439 დოლარი;
  • ეკონომი+ - 1 067 დოლარი;
  • ეკონომი - 786 დოლარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა