თეგებით ძიება

თბილისის უბნები, სადაც საცხოვრებელი ბინების ფასი გაიზარდა/შემცირდა

მიმდინარე წლის თებერვალში თბილისში 3 770 ერთეული საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 18%-იანი ზრდაა - ამის შესახებ ირკვევა "თიბისი კაპიტალის“ ბაზრის მიმოხილვიდან.

დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წლიურად 7%-ით გაიზარდა და 1 348 დოლარი შეადგინა.

რა ღირს ბინები თბილისის სხვადასხვა უბანში?

აღსანიშნავია, რომ უბნების მიხედვით ბინების ფასი რიგ შემთხვევაში საშუალო ფასს ბევრად აღემატება. ასე მაგალითად, ვაკეში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 2 380 დოლარია, მთაწმინდაზე კი 2 293 დოლარი.

ამასთანავე, მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ფასების შემცირება დაფიქსირდა დიდუბესა და ნაძალადევში.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის თებერვალში 1 კვ.მ-ის საშუალო გასაყიდი ფასი თბილისის უბნების მიხედვით ასე გამოიყურებოდა:

  • ვაკე - 2 380 დოლარი (20%);
  • მთაწმინდა - 2 293 დოლარი (7%);
  • საბურთალო - 1 602 დოლარი (5%);
  • დიდი დიღომი - 1 142 დოლარი (3%);
  • გლდანი - 1 134 დოლარი (1%);
  • სამგორი - 1 138 დოლარი (12%);
  • კრწანისი - 1 451 დოლარი (3%);
  • ისანი - 1 195 დოლარი (2%);
  • დიდუბე - 1 236 დოლარი (-1%);
  • ჩუღურეთი - 1 455 დოლარი (7%);
  • ნაძალადევი - 1 123 დოლარი (-3%).


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა