თბილისში, უცხოელებიდან ყველაზე მეტ ბინას ისრაელის მოქალაქეები ყიდულობენ - Galt & Taggart
Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის თანახმად, უცხოელებიდან ყველაზე მეტ ბინას ისრაელის მოქალაქეები ყიდულობენ.
2026 წლის პირველ კვარტალში გაყიდული ბინების 12% სწორედ ისრაელის მოქალაქეებზე მოდიოდა, რომელსაც 3%-ით რუსეთის მოქალაქეები მოსდევენ. ჯამურად სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე კი გაყიდვების 14% მოდის. საქართველოს მოქალაქეების წილი გაყიდვებში 70%-ია.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეების წილი მთლიან გაყიდვებში მცირდება და შესაბამისად, უცხოელების დაინტერესება მზარდია.
2026 წლის პირველ კვარტალში თბილისში სულ 10,907 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 958 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გაყიდული ბინების რაოდენობა წლის ჭრილში 16%-ით არის გაზრდილი, ხოლო ბაზრის ზომა 23.1%-ით.