თეგებით ძიება

ინსტაგრამ სივრცეები, ბუნგალოები, წიგნის სახლი - თბილისის ზღვაზე გასართობი პარკის მოწყობა იგეგმება

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გასართობი პარკის მოწყობა იგეგმება. აღნიშნულზე ტენდერი თბილისის მერიამ ხელახლა გამოაცხადა.

კერძოდ, თბილისის ზღვის მიმდებარე სანაპირო ზოლზე პარკის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, შესყიდვა 14 მაისს გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 10 ივნისს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი წინა ტენდერისგან განსხვავებით შემცირებულია და 822 033 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, ამ მიზნით, წინა ტენდერი მიმდინარე წლის მარტშიც გამოცხადდა, მაშინ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 865 ათასი ლარი იყო. როგორც შესყიდვების ვებგვერდიდან ირკვევა, ეს ტენდერი არ შედგა.

რისი მოწყობა იგეგმება თბილისის ზღვაზე?

თბილისის ზღვის სანაპიროზე პარკის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, გამოცხადებული ტენდერიდან ირკვევა, რომ ტექნიკური დავალების მიზანია ტერიტორიაზე თანამედროვე, ეკოლოგიურად მდგრადი, საზოგადოებისთვის ღია და დახურული მრავალფუნქციური სივრცის შექმნა.

კერძოდ, საუბარია რეკრეაციული ზონის, სპორტული და საბავშვო სივრცის, კულტურული და დასასვენებელი, ასევე საზოგადოებრივი პლაჟის მოწყობა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს: მწვანე ბულვარი, საპიკნიკე სივრცე, საბავშვო ატრაქციონებით აღჭურვილი ქვიშის მოედანი; სპორტული ტრენაჟორებით აღჭურვილი ქვიშის მოედანი; სპორტული მოედნები (სტადიონი) ქვიშის ან მყარი საფარით; მაგიდის ჩოგბურთი; პადელის და ჩოგბურთის მოედანი; პავილიონები; წიგნის სახლი; ამფითეატრი; სადღესასწაულო საცერემონიო სივრცე; ინსტაგრამ სივრცეები; ღია და დახურული ტიპის კაფე, ბუნგალოები, სანაყინეები და ღია ტიპის საცურაო აუზი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა