საქართველოში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა
2026 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით, საქართველოში სესხებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, აპრილში საშუალოდ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 13.32%-ს შეადგენდა, მარტში კი 13.02%-ს.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 15.54%-დან 15.61%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 9.13%-დან 9.56%-მდე.
რაც შეეხება კონკრეტულად საბანკო პროდუქტებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შინამეურნეობებისთვის გაძვირდა თითქმის ყველა საბანკო პროდუქტი, მცირედით მხოლოდ უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი და იპოთეკა გაიაფდა.
როგორი იყო აპრილში შინამეურნეობებისთვის გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი:
- იპოთეკურ სესხები – 12.05% (მარტი – 12.07%)
- ავტოსესხი – 24.92% (მარტი – 24%)
- ლომბარდული სესხი – 19.54% (მარტი – 19.25%)
- სამომხმარებლო სესხი – 17.55% (მარტი – 17.51%)
- სამომხმარებლო სესხი – უზრუნველყოფილი – 13.96% (მარტი - 14.24%)
- სამომხმარებლო სესხი – არაუზრუნველყოფილი – 18.62% (მარტი – 18.47%)