თეგებით ძიება

ბათუმში ბინები გაძვირდა - რა ღირს 1 კვ.მ ძველ და ახალ პროექტებში

2026 წლის აპრილში ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები გაიზარდა. „ქოლიერსის“ კვლევის მიხედვით, ტრანზაქციები წლიურად 12.3%-ით არის გაზრდილი.

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის აპრილში ზღვისპირა ქალაქში 1 292 ბინა გაიყიდა. ამავე პერიოდში ბაზრის ზომა 27.4%-ით გაიზარდა და 85 მლნ დოლარს გაუტოლდა.

„ბათუმში 2026 წლის აპრილში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2025 წლის აპრილთან შედარებით 12.3%-ით გაიზარდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 5.4%-ით იკლო. ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა როგორც პირველად (+13.3%), ისე მეორეულ (+11.6%) ბაზრებზე.

უცხოელი მყიდველების წილი ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში გასული წლის აპრილთან შედარებით გაიზარდა და 47% შეადგინა. ახალ და ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის 90% უცხოელ მყიდველებზე მოდის“, - აღნიშნულია „ქოლიერსის“ კვლევაში.

რა ღირს ბინები ძველ და ახალ პროექტებში?

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში გაზრდილია ფასებიც. კერძოდ, 2026 წლის აპრილში ბათუმში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 1346 დოლარი გახდა, წინა წლის იმავე პერიოდში კი 1 219 დოლარი იყო.

მიმდინარე წელს ძველ პროექტებში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 1 289 დოლარს გაუტოლდა, შარშან აპრილში კი 1 271 დოლარს შეადგენდა. ახალი პროექტების შემთხვევაში წელს საშუალო ფასი 1 351 დოლარს გაუტოლდა, 2025 წლის აპრილში კი 1 214 დოლარის ფარგლებში იყო.

„ბათუმში 2026 წლის აპრილში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის აპრილთან შედარებით 11.3%-ით გაიზარდა. პირველად ბაზარზე მაჩვენებელი 15.2%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 9.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. შენიშვნა: პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას“, - აღნიშნულია „ქოლიერსის“ კვლევაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა