თეგებით ძიება

ვინ ყიდულობს ბინებს ბათუმში - სტატისტიკა მოქალაქეობის მიხედვით

ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ბინების ძირითადი მყიდველები საქართველოს მოქალაქეები არიან, თუმცა მაღალია ევროკავშირისა და ისრაელის მოქალაქეების წილიც. ინფორმაციას ამის შესახებ საინვესტიციო კომპანია „გალტ & თაგარტი“ 2026 წლის პირველი კვარტლის მიმოხილვაში აქვეყნებს.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სისტემური დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ბათუმში 30-ზე მეტ მშენებარე პროექტსა და პირველადი ბაზრის დაახლოებით 40%-ს მოიცავს, უძრავი ქონების გაყიდვები მოქალაქეობის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • საქართველო - მყიდველთა უმრავლესობას, 37%-ს, ადგილობრივი ბაზარი შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირებულია 2025 წელთან შედარებით, როდესაც საქართველოს მოქალაქეებზე გაყიდვების 44% მოდიოდა.
  • ევროპა - მეორე ადგილზე ევროპის ქვეყნების მოქალაქეები არიან 18%-ით, რაც წინა წელთან შედარებით (15%) გაზრდილი მაჩვენებელია.
  • ისრაელი - სტაბილურ აქტივობას ინარჩუნებენ ისრაელის მოქალაქეები, რომლებზეც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაყიდვების 16% მოდიოდა (2025 წელს ეს წილი 13% იყო).
  • უკრაინა, რუსეთი, ბელარუსი - ამ რეგიონის ქვეყნების მოქალაქეების წილმა ბათუმში შესყიდულ ბინებში 13% შეადგინა.
  • თურქეთი - მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვების 10% მოდის.
  • არაბული ქვეყნები - ამ სეგმენტის წილი ბაზარზე 3%-ია.
  • სხვა ქვეყნები - დანარჩენი სახელმწიფოების მოქალაქეებზე კი ჯამურად გაყიდვების 4% მოდის.

კვლევის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში ბათუმში ჯამურად მოთხოვნა უძრავ ქონებაზე მაღალ დონეზე შენარჩუნდა და საჯარო რეესტრის მონაცემებით, სულ 4,049 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 15.8%-ით მეტია. მყიდველთა შორის ყველაზე პოპულარული კვლავ პატარა ზომის ბინებია (35-50 კვ.მ.), რომლებზეც მთლიანი გაყიდვების 58.8% მოდის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა