თეგებით ძიება

2026 წლის 4 თვეში თბილისში 1.3 მლრდ დოლარის ღირებულების 14 ათასზე მეტი ბინა გაიყიდა - გაყიდვების 75% საქართველოს მოქალაქეებზე მოდის

2026 წლის აპრილში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 641 შეადგინა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 17.2%-ით გაიზარდა და 1 857 შეადგინა (2026 წლის 4 თვეში +15.4% წ/წ), ხოლო პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 4.6%-ით გაიზარდა და 1 784 შეადგინა (2026 წლის 4 თვეში +13.7% წ/წ).

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული ჯამურად, 2026 წლის იანვარ-აპრილში თბილისში სულ 14 548 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+22.4% წ/წ).

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, დედაქალაქის ბინების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს. უფრო კონკრეტულად, უძრავი ქონების გაყიდვების 75% მოდიოდა საქართველოს მოქალაქეებზე; 11% - ისრაელის; 3% - რუსეთის, ხოლო 11% სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა