თეგებით ძიება

თბილისში ბინები გაძვირდა - როგორია 1 კვ.მ-ის ფასი უბნების მიხედვით

2026 წლის აპრილში თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 10.7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ირკვევა „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვიდან.

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის აპრილში დედაქალაქში ბინების ტრანზაქციებმა 3 641 შეადგინა, გასული წლის იმავე პერიოდში კი 3 290 ბინა გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საცხოვრებელი ბინების გაყიდვებში 1 857 ტრანზაქცია მეორად ბაზარზე, ხოლო 1 784 - პირველ ბაზარზე განხორციელდა.

თბილისში ბინები გაძვირდა

წლიურად 5.7%-იან გაძვირებას აჩვენებს საცხოვრისების ფასიც. ასე მაგალითად, შარშან აპრილში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 332 დოლარი იყო, წელს კი ღირებულება 1 408 დოლარამდე გაიზარდა.

2026 წლის აპრილში თბილისის უბნების მიხედვით ფასები ყველაზე მაღალი ვაკეში იყო, ყველაზე დაბალი კი ვაშლიჯვარში.

უფრო კონკრეტულად, 1 კვ.მ-ის საშუალო ფასები უბნების მიხედვით ასეთი იყო:

  • ვაკე - 2 945 დოლარი;
  • მთაწმინდა - 2 881 დოლარი;
  • ჩუღურეთი - 2 235 დოლარი;
  • კრწანისი - 1 667 დოლარი;
  • საბურთალო - 1 647 დოლარი;
  • დიდუბე - 1 447 დოლარი;
  • ისანი - 1 440 დოლარი;
  • ნაძალადევი - 1 269 დოლარი;
  • დიდი დიღომი - 1 136 დოლარი;
  • გლდანი - 1135 დოლარი;
  • სამგორი - 1 124 დოლარი;
  • ვაშლიჯვარი - 1 069 დოლარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა