თეგებით ძიება

თბილისში ბინის ქირა გაძვირდა - სად იქირავებთ ყველაზე ძვირად და იაფად?

2026 წლის აპრილში თბილისში საცხოვრებელი ბინების ქირა წლიურად 5.2%-ით გაძვირდა - ამის შესახებ ირკვევა „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვიდან.

კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 1 კვ.მ ქირის საშუალო ფასი დედაქალაქში 10-დოლარს გაუტოლდა, გასული წლის აპრილში კი 9.5 დოლარის ფარგლებში იყო.

„2026 წლის აპრილში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი მაღალ დონეზე შენარჩუნდა და კვადრატულზე 10.0 აშშ დოლარი შეადგინა (+0.4% თ/თ), ქირის ამონაგებმა კი - 8.5%“, - აღნიშნულია ბაზრის მიმოხილვაში.

2026 წლის აპრილში თბილისის უბნების მიხედვით ქირის ფასები ყველაზე მაღალი ვაკეში იყო, ყველაზე დაბალი კი სამგორში.

უფრო კონკრეტულად, 1 კვ.მ ქირის საშუალო ფასები უბნების მიხედვით ასეთია:

  • ვაკე - 14.2 დოლარი;
  • მთაწმინდა - 12.7 დოლარი;
  • ჩუღურეთი - 10 დოლარი;
  • კრწანისი - 10.5 დოლარი;
  • საბურთალო - 11.3 დოლარი;
  • დიდუბე - 9.9 დოლარი;
  • ისანი - 9.9 დოლარი;
  • ნაძალადევი - 9.6 დოლარი;
  • დიდი დიღომი - 8.6 დოლარი;
  • გლდანი - 8.6 დოლარი;
  • სამგორი - 8.2 დოლარი;
  • ვაშლიჯვარი - 8.9 დოლარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა