თეგებით ძიება

მიკრო ბინები - მცირე სივრცე, დიდი შესაძლებლობები

ქალაქებში, სადაც უძრავი ქონების ღირებულება და ქირის ფასი დღითიდღე იზრდება, მიკრო ბინების კონცეფცია სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ იძულებითი არჩევანი - ეს არის გააზრებული სტრატეგია, რომელიც სტუდენტებს, ახალგაზრდა წყვილებსა და აქტიურ პროფესიონალებს საშუალებას აძლევს, იცხოვრონ ქალაქის ცენტრთან, სამუშაო ადგილებთან და უნივერსიტეტებთან ახლოს, ოპტიმალურ ფასად.

რატომ იზრდება მოთხოვნა მიკრო ბინებზე?

მოსახლეობის ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა საცხოვრებელ სივრცეზეც. მიკრო ბინების კონცეფცია, პირველ რიგში, ტერიტორიის ოპტიმიზაციის მიზნით შემუშავდა. ამ თვალსაზრისით, იაპონია მოწინავედ შეიძლება ჩაითვალოს. სწორედ იაპონიაში განვითარდა ეს მიდგომა და ასეთ საცხოვრებელ სივრცეებს ახლა მსოფლიოს ბევრ ქალაქში, მათ შორის, საქართველოშიც შეხვდებით.

მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია ისეთ ქალაქებში როგორიცაა პარიზი, ბერლინი, სტოკჰოლმი და ა.შ. აქ ბინის ქირაობა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. მიკრო ბინების არსებობა კი საშუალებას აძლევთ სტუდენტებს, ახალგაზრდა წყვილებსა თუ დამწყებ პროფესიონალებს, ქალაქის ცენტრთან, უნივერსიტეტებთან და სამუშაო ადგილებთან ახლოს, ოპტიმალურ ფასად იცხოვრონ.

რა ეტევა მიკრო ბინაში?

მიკრო ბინებში ხშირად შეხვდებით ავეჯს, რომელიც ფორმას იცვლის - იკეცება, სხვა ფუნქციებს ითავსებს, ან სათავსოში იმალება. ასეთი ტიპის ავეჯს, რა თქმა უნდა, სივრცის დაზოგვისთვის იყენებენ. იაპონურ მიკრო ბინებში, უმეტესად, განთავსებულია საწოლი, დივანი ან მაგიდა, რომელიც შეგიძლიათ აკეცოთ და კედელზე დაამაგროთ. ამ ტენდენციით ავეჯის მწარმოებელმა ბრენდებმაც ისარგებლეს და გამორჩეული კოლექციებიც გამოუშვეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სათავსოა. დიზაინერები გვირჩევენ, სივრცის მაქსიმალურად ათვისებისთვის, ტანსაცმლის კარადები და სხვა სათავსოები საწოლის ქვეშ, კედლებს შორის ან მაღლა, ჭერისკენ განვათავსოთ.

ცხადია, კომპაქტური უნდა იყოს ტექნიკაც. მიკრო ბინაში ვერ დადგამთ ორკამერიან მაცივარს, სრულფასოვან ღუმელს, ან 9 კგ-იან სარეცხ მანქანას. დიზაინერები გვირჩევენ, აქაც სივრცის დაზოგვაზე ვიზრუნოთ და ტექნიკა არა ფუნქციონალით, არამედ - ზომით შევარჩიოთ.

მიკრო ბინების ტენდენცია ურბანული ეკონომიკის განვითარების ბუნებრივი შედეგია, რომელიც მოთხოვნისა და მიწოდების კლასიკურ ბალანსს ეფუძნება. ეს არ არის მხოლოდ სივრცის დაზოგვის მეთოდი, არამედ ახალი ცხოვრების წესი, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ადგილმდებარეობის სტრატეგიულ უპირატესობას და ცხოვრების დინამიურ ტემპს.

"ალფა სახლის" პროექტ "სხვა უბანში“ ხელმისაწვდომია თქვენზე მორგებული სივრცეები - ბინის შეძენა 24 კვ.მ-დან შეგიძლიათ. დაგეგმეთ თქვენი ინვესტიცია და იცხოვრეთ ისე, როგორც თქვენს დინამიურ ცხოვრების წესს შეეფერება.

 დეტალური ინფორმაციისთვის!

☎️ 245 17 17 | 514 10 70 70 | მარტივად

📱 *7171


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა