თეგებით ძიება

ბოლო ხუთ წელში თბილისში ბინები 58%-ით გაძვირდა

2026 წლის მაისში თბილისში 3 787 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. „ქოლიერსის“ ბაზრის მიმოხილვის თანახმად, ბინების ტრანზაქციები წლიურად 13.1%-იან ზრდას აჩვენებს.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში გაზრდილია საცხოვრებელი ბინების ფასები როგორც ახალ, ასევე ძველ პროექტებში.

კერძოდ, მაისში დედაქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში საცხოვრებელი ბინების ფასები 16%-ით არის გაზრდილი, ეს კი მაშინ, როცა ახალ პროექტებში პირველად ბაზარზე ღირებულება 14.9%-იან, ხოლო მეორეულ ბაზარზე 5.5%-იან მატებას აჩვენებს.

ბოლო ხუთ წელში თბილისში ბინები 58%-ით გაძვირდა

"ქოლიერსის“ 2022-2026 წლის მონაცემები მაისის ჭრილში აჩვენებს, რომ ბინები 58%-ით არის გაძვირებული.

უფრო კონკრეტულად, 2022 წლის მაისში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი დედაქალაქში 817 დოლარს შეადგენდა, უკვე 2026 წლის მაისისთვის ფასები 1291 დოლარამდეა გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ 5-წლიან ჭრილში 89.6%-ით არის გაზრდილი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა. მაგალითისთვის, 2022 წლის საანგარიშო თვეში ბაზრის ზომა 176 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, 2026 წლის მაისისთვის კი 333.8 მლნ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა