უძრავი ქონების დეველოპმენტს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი ადგილი უჭირავს - სების სტატისტიკა
უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი პოზიცია უჭირავს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა.
კომერციულ სექტორზე გაცემული სესხების მოცულობა 2026 წლის მაისის ბოლოსთვის 47.2 მილიარდ ლარს აღწევდა, რაც ერთწლიან ჭრილში 5.4 მილიარდი ლარით, ანუ 12.9%-ით გაზრდილი. ბიზნეს სექტორში ყველაზე მეტი - 4.96 მილიარდი ლარის სესხები უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორზე არის გაცემული. ამასთან, აღნიშნული სექტორის დაკრედიტების ზრდის ტემპი (18%) ასწრებს ზოგადად ბიზნეს სესხების ზრდის ტემპს, რაც 12.9%-ს შეადგენს.
გარდა უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორისა, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი აქვს საბანკო დაკრედიტებაში უძრავი ქონების მენეჯმენტსაც, რაზეც ბანკებს 4.48 მილიარდი ლარის სესხები აქვთ გაცემული. ამასთან, აღნიშნულ სექტორში დაკრედიტება წლიურად 15%-ით არის გაზრდილი.
