თეგებით ძიება

2027 წელს დასასრულებელი ბინების 68% გაყიდულია

2026 წლის ივნისში თბილისში გაყიდული ბინების მოცულობამ 4 503 შეადგინა, რაც როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე გაზრდილი მაჩვენებელია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების 2026 წლის ივნისის კვლევაშია აღნიშნული.

უფრო კონკრეტულად, გასული წლის ამავე პერიოდში გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 311 შეადგინა.

რაც შეეხება პირველად და მეორად ბაზრებს, წელს პირველად ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა 2 279 იყო, მაშინ, როცა 2025 წლის ივნისში ეს რიცხვი 1 493 იყო.

მეორად ბაზარზე წელს გაყიდული ბინების მოცულობამ 2 224 შეადგინა, შარშან ანალოგიურ პერიოდში კი 1 818.

ამ მაჩვენებლებით კი, გაყიდვების მეორად ბაზარზე 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ ნიშნულს მიაღწია.

რაც შეეხება ფასებს, კვლევის თანახმად წელს 1 კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება 1 417 დოლარი იყო, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კვადრატულის ღირებულებამ 1 338 დოლარი შეადგინა.

„2026 წლის პირველ ნახევარში, თბილისში სულ 22,799 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+26.6% წ/წ)“ - ვკითხულობთ კვლევაში.

ასევე კვლევიდან ვგებულობთ, რომ 2027 წელს დასასრულებელი ბინების 68% უკვე გაყიდულია, ხოლო 32% - გასაყიდი. რაც შეეხება 2028-2029 წლების საბინაო ფონდის განაწილებას, 56%-ს უკვე გაყიდულის სტატუსი აქვს, ხოლო 44% -ს - გასაყიდი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა