ივნისში საქართველოში მშენებლობა 3.9%-ით გაძვირდა
საქართველოში მშენებლობის ღირებულება იზრდება. საქსტატის მშენებლობის ღირებულების ინდექსის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშენებლობის ჯამური ღირებულება 3.9%-ით გაიზარდა.
წლიურ ჭრილში მშენებლობის გაძვირების მთავარი მიზეზი ტრანსპორტირების, საწვავის და ელექტროენერგიის გაძვირება გახდა, სადაც ინდექსმა ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირა.
ხარჯების კატეგორიების მიხედვით, 2025 წლის ივნისთან შედარებით ფასები ასე შეიცვალა:
- ტრანსპორტირება, საწვავი და ელექტროენერგია: გაძვირდა 16.6%-ით;
- მანქანა-დანადგარები: გაძვირდა 5.8%-ით;
- სხვა ხარჯები: გაიზარდა 5.8%-ით;
- ხელფასები: გაიზარდა 1.8%-ით;
- სამშენებლო მასალები: გაძვირდა 0.6%-ით.
სექტორულ ჭრილში წლიური გაძვირება ყველაზე მეტად სამოქალაქო მშენებლობებს შეეხო:
- სამოქალაქო სეგმენტი: +5.8%
- საცხოვრებელი სეგმენტი: +3.5%
- არასაცხოვრებელი სეგმენტი: -0.1%
რაც შეეხება თვიურ დინამიკას, 2026 წლის ივნისში, წინა თვესთან (მაისთან) შედარებით, მშენებლობის ღირებულება 0.9%-ით გაიზარდა.
თვიურ ჭრილში გაძვირების ძირითადი მიზეზი მშენებლობაში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა გახდა, რამაც ერთ თვეში 5.4% შეადგინა.
2022 წლის თებერვლის საბაზო პერიოდთან შედარებით კი 2026 წლის ივნისისთვის მშენებლობის ინდექსი 129.3-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 4 წელიწადში საქართველოში მშენებლობის ჯამური ღირებულება 29.3%-ით არის გაზრდილი.