ივლისში თბილისში სულ 4 475 ბინა გაიყიდა - სად ღირს ყველაზე ძვირი/იაფი?
ივლისში თბილისში უძრავი ქონება კვლავ გაძვირდა - ამაზე მოწმობს „გალთ ენდ თაგარტის“ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების უახლეს პუბლიკაცია, რომელიც 2026 წლის ივლისის პერიოდს მოიცავს.
კვლევის თანახმად, ფასები გაიზარდა როგორც ახალ, ასევე ძველ ბინებზე. კერძოდ, პირველად ბაზარზე ზრდის ტემპი დაჩქარდა, ხოლო მეორად ბაზარზე, წინა თვეებში დასტაბილურების შემდეგ, ფასმა ზრდა განაგრძო.
უფრო კონკრეტულად კი, მიმდინარე წლის ივლისში თბილისში სულ 4 475 ბინა გაიყიდა, მაშინ, როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში გაყიდული ბინების რაოდენობა 3 684 იყო.
რაც შეეხება პირველად და მეორად ბინებს, გასულ თვეში სულ 2 181 პირველადი და 2 294 მეორადი ბინა გაიყიდა.
რაც შეეხება კვადრატულის საშუალო ფასს, ის 1 4 26 დოლარსა შეადგენდა. კონკრეტულად უბნების მიხედვით ფასები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ვაკე - 1კვ. მ. - 3 180 დოლარი;
- მთაწმინდა - 2 945 დოლარი;
- ჩუღურეთი - 2 323 დოლარი;
- საბურთალო - 1 732 დოლარი;
- კრწანისი - 1 671 დოლარი;
- დიდუბე - 1 425 დოლარი;
- ისანი - 1 407 დოლარი;
- ნაძალადევი - 1 294 დოლარი;
- სამგორი - 1 178 დოლარი;
- დიდი დიღომი - 1 148 დოლარი;
- გლდანი - 1 146 დოლარი;
- ვაშლიჯვარი - 1 094 დოლარი.