2028 წელს დასასრულებელი ბინების 59% უკვე გაყიდულია - „გალთ ენდ თაგარტი“
2026 წელს დასასრულებელი ბინების 79% უკვე გაყიდულია, 21% კი გასაყიდი - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ საცხოვრებელი უძრავი ქონების ივლისის მიმოხილვაშია ნათქვამი.
კვლევიდან ვგებულობთ, რომ საბინაო ფონდი განაწილება დასრულების წლისა და სტატუსის მიხედვით, შემდეგნაირია:
2026 წელი - 79% გაყიდულია, 21% - გასაყიდი;
2027 წელი - 66% გაყიდულია, 34% - გასაყიდი;
2028 წელი - 59% გაყიდულია, 41% - გასაყიდი.
ასევე კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2026 წლის ივლისში მოთხოვნა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე. 2026 წლის 7 თვეში, თბილისში სულ 27,274 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+27.3% წ/წ).