თეგებით ძიება

რა ღირს საცხოვრებელი ბინები კატეგორიების მიხედვით?

2026 წლის 7 თვეში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები წლიურად 20%-ით გაიზარდა და 26 772 ერთეული შეადგინა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა კვადრატულ მეტრზე 1 348 დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 4%-იან ზრდას წარმოადგენს.

რაც შეეხება 12 თვის საშუალო გასაყიდ ფასს კატეგორიების მიხედვით, „თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, 2025 წლის აგვისტო - 2026 წლის ივლისის პერიოდში ერთ კვადრატულ მეტრზე საშუალო ფასი 824 დოლარიდან 4 270 დოლარამდე მერყეობს. უფრო კონკრეტულად, კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში:

  • ლუქს-კლასის საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი კვ.მ-ზე - 4 270 აშშ დოლარი იყო;
  • პრემიუმი+ სეგმენტის საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი კვ.მ-ზე - 3 011 აშშ დოლარი იყო;
  • პრემიუმ სეგმენტის საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი კვ.მ-ზე - 2 224 აშშ დოლარი იყო;
  • კომფორტის კლასის საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი კვ.მ-ზე - 1 514 აშშ დოლარი იყო;
  • ეკონომ+ სეგმენტის საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი კვ.მ-ზე - 1 132 აშშ დოლარი იყო;
  • ეკონომ კლასის საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი კვ.მ-ზე - 824 აშშ დოლარი იყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა