თბილისის რომელ უბნებში იყიდება ყველაზე ძვირი და იაფი საცხოვრებლები? - TOP 5
თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა მზარდ დინამიკას ინარჩუნებს. „თიბისი კაპიტალის“ დედაქალაქის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, 2026 წლის ივლისში თბილისში ბინების გაყიდვები წლიურ ჭრილში 22%-ით გაიზარდა და 4 409 ტრანზაქცია დარეგისტრირდა.
ამავე კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 3%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1 359 აშშ დოლარი შეადგინა.
„თიბისი კაპიტალის“ მონაცემები ნათლად აჩვენებს, თუ როგორ იყოფა დედაქალაქის უბნები საფასო კატეგორიების მიხედვით.
TOP 5 უბანი, სადაც ძვირადღირებული ბინების გაყიდვების წილი ყველაზე მაღალია
უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის თანახმად, პრემიუმ სეგმენტის (2 500 აშშ დოლარზე მეტი კვადრატულ მეტრზე) საცხოვრებელი ბინების გაყიდვების წილი ყველაზე მაღალი ცენტრალური უბნების შემთხვევაშია. კერძოდ:
- მთაწმინდა - გაყიდული ბინების 44% ყველაზე მაღალ საფასო კატეგორიაშია;
- ვაკე - გაყიდვების 38% 2 500 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ბინებზე მოდის;
- საბურთალო - განხორციელებული ტრანზაქციების 12% კვადრატულზე 2 500 აშშ დოლარის ღირებულებას აჭარბებს;
- კრწანისი და ჩუღურეთი - ორივე უბანში 2 500 აშშ დოლარზე ძვირიანი ბინების წილი გაყიდვების 7%-ს შეადგენს.
TOP 5 უბანი, სადაც ყველაზე იაფი ბინების გაყიდვების წილი ყველაზე მაღალია
“თიბისი კაპიტალის" კვლევის მიხედვით, ბიუჯეტური საცხოვრებლების (900 აშშ დოლარამდე კვ.მ-ზე) ყველაზე მაღალი გაყიდვების წილი თბილისის გარეუბნებში ფიქსირდება. კერძოდ:
- ჩუღურეთი - გაყიდული ბინების 20%-ში კვადრატული 900 აშშ დოლარზე ნაკლები ღირს.
- სამგორი - ტრანზაქციების 18% 900 აშშ დოლარამდე საფასო კატეგორიაშია.
- გლდანი და ნაძალადევი - ორივე უბანში ყველაზე იაფი ბინების წილი 16%-ს შეადგენს.
- დიდუბე - გაყიდვების 16% მოდის 900 აშშ დოლარამადე სეგმენტზე.
რაც შეეხება საშუალო საფასო სეგმენტს, პუბლიკაციის თანახმად, 900 -1500 აშშ დოლარის ღირებულების ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია შემდეგ უბნებშია:
- დიდი დიღომი - გაყიდული ბინების 66%;
- სამგორი - 62%;
- გლდანი - 58%;
- ისანი - 57%;
- ნაძალადევი - 49%.