თბილისის რომელ უბანში გაიცა წელს ყველაზე მეტი სამშენებლო ნებართვა?
2026 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში, თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვების საცხოვრებელი ფართობი წლიურად 1%-ით გაიზარდა და დაახლოებით 711 ათასი კვ.მ. შეადგინა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ.
უფრო კონკრეტულად, თუ 2026 წლის იანვარ-ივლისში 711 ათას კვ.მ ფართობზე გაიცა სამშენებლო ნებართვები, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 705 ათასი კვ.მ. იყო
კვლევის თანახმად, ამ პერიოდში საცხოვრებელი ფართობის მიხედვით გაცემული ნებართვების ყველაზე დიდი წილი დიდი დიღმის რაიონზე მოდის.
იანვარ-ივლისში, ნებართვების ფართობის განაწილება უბნების მიხედვით ასეთია:
- დიდი დიღომი - 18%;
- ნაძალადევი - 17%;
- საბურთალო - 15%;
- ისანი - 15%;
- გლდანი - 14%;
- სხვა - 21%.
ცნობისთვის, 2026 წლის ივლისში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ $395 მილიონს მიაღწია (+24% წ/წ). ამავე პერიოდში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 22%-ით გაიზარდა და 4,409-ს გაუტოლდა.