ივლისში მშენებლობა გაძვირდა - რამ იქონია გავლენა ინდექსის ცვლილებაზე?
2026 წლის ივლისში მშენებლობა წლიურ და თვის ჭრილში გაძვირდა. საქსტატი მიხედვით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4.3%-ით.
მათ შორის:
- საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 3%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 0.5%-ით;
- არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8.2%-ით;
- სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4%-ით.
2026 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წლიურად 4.3%-ით გაიზარდა.
ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის კატეგორიის 15.2%-იანი გაძვირებით და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.6%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად 1.81 და 1.43 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 6.4%-იანი ზრდით, რამაც 1.12 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 30.3%-ით.