თეგებით ძიება

ბათუმში საბინაო ბაზრის მოცულობა 81 მილიონ დოლარამდე გაიზარდა

მიმდინარე წლის აგვისტოში ბათუმში გაყიდული ბინების მფლობელების 70% უცხოელი მყიდველები წარმოადგენდა, საქართველოს მოქალაქეების წილი კი 2021 წლიდან მცირდება და 2025 წელს 51%-ს მიაღწია - ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია Colliers-ის უახლესი კვლევიდან ვგებულობთ.

კვლევის თანახმად, 2025 წელს ტრანზაქციების რეგისტრაციამ 2022 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა, რაც ქალაქისთვის ახალ პიკს აღნიშნავს. ცნობისთვის, ბათუმში საბინაო ბაზრის მოცულობა 2.9%-ით 81 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 1 კვ.მ-ზე 1 600 აშშ დოლარზე მეტი ფასის მქონე გარიგებების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქალაქის ისტორიული უბნების მსგავსად, ძველმა აჭარამ და რუსთაველის რაიონმა შეინარჩუნეს თავიანთი პოზიციები, როგორც ყველაზე ძვირადღირებულმა ადგილებმა.

მიუხედავად იმისა, რომ მწვანე კონცხის რაიონში ქალაქში ფასების მხრივ მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, აღსანიშნავია, რომ იქ ტრანზაქციების რაოდენობა საკმაოდ დაბალი იყო“ - წერია კვლევაში.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ფასები მატულობს ახალ ბათუმში, წინა წელთან შედარებით ფასები აქ 8%-იან ზრდას ასახავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა