თეგებით ძიება
26. 02. 2016 News-ები

ალექსი პეტრიაშვილს ოპერაცია უკეთდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს მკურნალი ექიმის განცხადებით, ალექსი პეტრიაშვილს, კიდურების არეში მიყენებული ჭრილობის გარდა, თავის არეშეიც აქვს მიყენებული ჭრილობა.

„პაციენტი დაახლოებით საათნახევრის წინ არის მოყვანილი ჩვენს კლინიკაში. მისი მდგომარეობა არის სტაბილური. მიყენებული აქვს ჭრილობა თავის არეში და ასევე სამი ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს ქვედა კიდურთან წელ-ზურგის არეში. ახლა მზადდება ოპერაციისთვის, მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა