ვტოვებ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს რუსთავში, რადგან მათი ლიდერის, დავით კირკიტაძის დაპირებები მიმაჩნია არარეალურად - პაპუნა პაპავა
მე ვტოვებ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს, რადგან მათი დაპირებები, კერძოდ, მათი ლიდერის, დავით კირკიტაძის დაპირებები, ამ ეტაპზე, მიმაჩნია არარეალურად, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის რუსთავის ორგანიზაციის ყოფილმა წარმომადგენელმა, პაპუნა პაპავამ.
როგორც პაპავა განმარტავს, მისთვის არარეალურია როგორც პენსიის, ისე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეების ხელფასის 1000 ლარამდე გაზრდის დაპირება. მისივე თქმით, ახალი პლატფორმის შექმნას აპირებს, საიდანაც მოსახლეობას რუსთავის განვითარების გეგმებს შესთავაზებს.
„რომ შევეხოთ დაპირებებს პენსიასთან დაკავშირებით, რომ გაზრდა მოხდება 1000 ლარამდე, ეს დაპირება გულწრფელად მიმაჩნია ამ ეტაპზე განუხორციელებლად, რადგანაც ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ იმყოფება განვითარების სტადიაზე. ვფიქრობ, რა თქმა უნდა, პენსიის ზრდა აუცილებლად უნდა მოხდეს, მაგრამ ქვეყნის განვითარებასთან შესაბამისობაში, ეტაპობრივად და ნაწილ-ნაწილ.
აგრეთვე, რაც შეეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეების ხელფასის 1000-ლარიან დაპირებას, აქაც ვფიქრობ, რომ ეს დაპირება არ არის გულწრფელი. ბინათმესაკუთრეები, დღესაც, ამ ეტაპზე იღებენ გარკვეულ ანაზღაურებას და ამ ანაზღაურების ზრდაც უნდა მოხდეს ეტაპობრივად. რაც შეეხება ბინათმესაკუთრეთა საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებას, რუსთაველებს კარგად მოგეხსენებათ, იქნება ეს ავტოფარეხები თუ ბაღჩები, თითოეული კორპუსის მცხოვრები თავად განკარგავს თავის ქონებას და აქ დამატებითი რაიმე საჭიროება მათთვის არ არსებობს.
რაც შეეხება უფასო მგზავრობასთან დაკავშირებით დაპირებას სტუდენტების მიმართ, ვთვლი, რომ უფასო მგზავრობა და საერთოდ, ადამიანებისთვის უფასოდ რაიმეს დაპირება არის სოციალისტური გადმონაშთი და ჯობია ადამიანებს მივცეთ შესაბამისი ანაზღაურება, ქვეყანა განვითარდეს, გაიზარდოს შემოსავლები.
მე ვრჩები „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში, მუდამ ვიქნები მათთან ბრძოლაში და ვიზრუნებ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს და მისი გზა იყოს მხოლოდ ევროპაში. სულ მა