ქორწილში ავარიას 25 წლამდე ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა
სართიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. "ინფო რუსთავის" ცნობით, ავარიაში ქორწილის მანქანა მოხვდა. მსუბუქი ავტომობილი, რომლის ლუქიდანაც ახალგაზრდას თავი ჰქონდა ამოყოფილი, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად 25 წლამდე ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.
ადილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.
ინფო რუსთავი