თეგებით ძიება
27. 02. 2016 News-ები

იან კელი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს ეხმაურება

საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი "თავისუფალი დემოკრატების" ერთერთ ლიდერზე ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება. ელჩმა კომენტარი Front News-თან გააკეთა.

"როდესაც შევიტყვე ამ საშინელი თავდასხმის შესახებ, რა თქმა უნდა, ვიყავი შოკირებული. პირველი, რაზეც ვიფიქრე იყო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და კარგად ყოფნა. როგორც ვიცი მისი ჭრილობები არ არის სასიკვდილო, რის გამოც რა თქმა უნდა, მოხარული ვარ.

ვიცნობ ალექსი პეტრიაშვილს. უკვე 6 თვეა, რაც საქართველოში ვარ, თუმცა უკვე რამდენჯერმე შევხვდი მას. ის არის ძალიან ჭკვიანი ადამიანი და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დიდი ლობისტი. იმედი მაქვს, რომ მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი გამოძიება. ვინც არ უნდა იყოს ამ საშინელ თავდასხმაში დამნაშავე, იგი აუცილებლად დაისჯება. მოვუწოდებ ყველას, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და მისცენ საშუალება გამოძიებას, დაადგინოს სიმართლე. რა თქმა უნდა, ჩვენი ფიქრები ალექსისთან და მის ოჯახთანაა", - განაცხადა იან კელიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე, უცნობმა პირებმა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა