თეგებით ძიება
20. 10. 2024 მსოფლიო

მობილიზაციის ასაკის დაწევა არ იგეგმება - ზელენსკი დასავლეთის შეთავაზებაზე უარს ამბობს

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დასავლელმა პარტნიორების ნაწილმა მობილიზაციის ასაკის 18 წლამდე დაწევა შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტი ცვლილების აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

"დიახ, პარტნიორებს სურდათ, რომ მობილიზაციის ასაკი დაწეულიყო. ჩვენთან მობილიზაციის ასაკი 25 წელს შეადგენს. ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ ცვლილებების საჭიროებას". – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, "დღეს მობილიზაციის ასაკის შემცირება საშიშროებას წარმოადგენს".

"ამისთვის სხვა ინსტრუმენტი გაგვაჩნია. თავდაცვის სამინისტროს აქვს კონტრაქტი და ნებისმიერ 25 წლამდე ადამიანს შეუძლია საკუთარი ნებით მოაწეროს კონტრაქტს ხელი". – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცოტა ხნით ადრე, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, სერჰი ლეშენკომ თქვა, რომ აშშ-ს როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტია ზელენსკის მობილიზაციის ასაკის 25-დან 18 წლამდე დაწევას სთავაზობს.

ტაბულა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა