თეგებით ძიება
07. 03. 2016 News-ები

მაგდა პაპიძის პირველი კომეტნარი ციხიდან - „ჩემი შვილის კუბო მკვლელმა საფლავამდე მიიტანა, მე კიდე აქ ვარ“

ინტერნეტ მედია ავრცელებს ინფორმაციას, თუ რას ყვება მაგდა პაპიძე ციხიდან, მაგდა კომენტარს მისი ადვოკატის საშვალებით აკეთებს:

"გიყვებით იმას, რაც მაგდამ გადმომცა, მინდა თქვენი მეშვეობით მაგდას პოზიცია ხალხმა გაიგოს. დავიწყოთ იმ დღით, როდესაც ეს უბედურება მოხდა. ამ დღეს მაგდა სახლში იყო, მეუღლემ დაურეკა და სთხოვა, რომ სამსახურიდან ბრუნდებოდა და სადილი დაეხვედრებინა. ომარის დაბრუნების დროს მათთან დედამთილიც ყოფილა. მაგდას თქმით, ორივე ასადილა და თვითონ სალონში წავიდა. საღამოს ბავშვი აუტყდა მამას, ხაჭაპურის ჭამა უნდოდა. როგორც მაგდა იხსენებს, ბავშვი გიჟდებოდა მამაზე, ომარიც მას უარს არაფერზე ეუბნებოდა. ცოტა ხანში მაგდამ დაიწყო სახლის დალაგება. ამასობაში ომარი და ბავშვი სახლიდან გასულან. გარკვეული პერიოდის შემდეგ მაგდა შედის დედამთილთან და სთხოვს, რომ ომარის დაურეკოს.

როგორც თვითონ ამბობს, ისიც კი უთხრა დედამთილს, რომ თუ ძალიან დაიგვიანებდნენ, პატრულში დაერეკათ, რაზეც ლილი მინდიკაური უარს ეუბნება. აქაც საეჭვოა, თუ მაგდას წინასწარ ჰქონდა განზრახული მკვლელობა, რატომ გადაწყვეტდა პატრულში დარეკვას. ამის შემდეგ მაგდა ბრუნდება მის ოთახში. ქმარ-შვილის ლოდინში ჩაეძინა და დედამთილის ზარმა გააღვიძა. ამბობს, როდესაც საათს დავხედე, უკვე გვიანი იყო და გადავწყვიტე ომარის და ბავშვის მოსაძებნად გავსულიყავიო. ამ დროს გადის დერეფანში და პირდაპირ აწყდება წაქცეულ, დასისხლიანებულ ომარის. თავზე რომ მოვკიდე, ხელები სისველემ დამიფარაო, ამბობს მაგდა. იმის გამო რომ დერეფანში შუქი არ იყო, გადაწყვიტა გარეთ გაეყვანა, რომ დაენახა რა ხდებოდა. ბავშვიც იქვე ყოფილა დასისხლიანებული. მაგდას ყვირილზე დედამთილი გამოსულა. ამის მერე რა მოხდა მას არ ახსოვს. ერთი იმას ამბობს, რომ ბავშვი ცოცხალი იყო, სუნთქავდაო. შემდეგ მოდის პოლიცია და მიჰყავს მაგდა განყოფილებაში. როგორც ამბობს, გზაშივე ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს. ეუბნებოდნენ, რომ შენ მეუღლე საყვარლის გამო მოკალიო. მაგდა განცვიფრებულია, საიდან იცოდა პოლიციამ მკვლელობის მომენტში, რომ დამნაშავე ის იყო. მათ არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ ამის თქმის. არანაირი აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. ზოგადად პროკურატურის მტკიცებულება აბსურდულია. შემთხვევის ადგილზე რომ მაგდას დნმ-ის კვალი აღმოჩნდა, ამაში გასაკვრი არის რამე? ან უროზე რომ ამოვიდა დნმ-ის კვალი, აქ რა არის გასაკვირი? ქალი ამბობს, მე ვიყიდე ეს უროო. მაგდას აინტერესებს, უროს ტარი რატომ არ იყო
დასვრილი სისხლით. თქვენ როგორგგონიათ, თავში სამჯერ ჩაარტყა ადამიანს, სისხლი მოსხმულია ყველგან და ტარზე ერთი წვეთი არ არის ნაპოვნი. ბევრი საეჭვო ფაქტია, რაზეც დეტალურად პროცესზე ვისაუბრებთ. აქვე მინდა ვთქვა, რომ პოლიცია სასტიკად მოექცა მაგდას. ამბობს, ან როგორ გავუძელი და როგორ არ ვაღიარე თუნდაც კენედის მკვლელობაო. იმ დონეზე ვიყავი ტკივილისგან, ვფიქრობდი მეთქვა ყველაფერიო.როგორც მაგდა ამბობს, ძალიან კარგი მეუღლე იყო, მაგრამ არასოდეს არ იყო სახლში და არ იყო თბილი მის მიმართ. ამის მიუხედავად, მაგდას თქმით, ისინი ძალიან კარგი მეგობრებიც იყვნენ. თუმცა, იმასაც ამბობს, რომ ძალიან მოჩხუბარი და შარიანი იყო ომარიო.


ასევე მაგდას გონია რომ ნამდვილმა მკვლელმა მისი შვილის კუბო შესაძლოა საფლავამდეც კი მიიტანა...


ავტორი: ნათია ჩაფიძე
სპეციალურად: GOGAGGG.COM-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა