თეგებით ძიება
09. 03. 2016 News-ები

კახა კალაძე თარგამაძეს პასუხობს

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის გივი თარგამაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რუსული ბანკიდან, ე.წ. კანონიერი ქურდის მიერ სამინისტროს ანგარიშზე გადმორიცხული 1 100 000 დოლარის შესახებ, კიდევ ერთხელ მის ხელთ არსებული „დოკუმენტით“ უპასუხა.

„ეს არის რუსეთის ფედერაციიდან განხორციელებული გადარიცხვა. გადარიცხვა გააკეთა ვინმე ციციკორე კუკუმაშვილმა, მეტსახელად „ბუღა“. ბანკი არის „სულს ამოგხდით“. 745 ათასი არის გადმორიცხული. საქართველოში მიმღები ბანკი არის „ბოლო გაფრთხილება“. საქართველოს პარლამენტის ანგარიშზე არის გადმორიცხული და გივი თარგამაძე არის მითითებული. გამოყენება ამ თანხის, უწერიათ, რომ მახათების და ალკოჰოლის შესაძენად. მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - ამბობს მინისტრი ჟურნალისტებთან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა