მინდა, რომ პუტინი ციხეში აღმოჩნდეს - იულია ნავალნაია
ალექსეი ნავალნის მეუღლეს, იულია ნავალნაიას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე აცნობეს, რომ ალექსეის ერთი კვირის შემდეგ ციხიდან გაუშვებდნენ. ამის შესახებ ნავალნაიამ გამოცემა The Times-ს განუცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ქვრივის თქმით, მიუნხენში ჩატარებულ უსაფრთხოების კონფერენციაზე მას აცნობეს, რომ ალექსეი ნავალნის გაცვლის შესახებ მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება.
ნავალნაიას ეს სიტყვები შეესაბამება მანამდე ალექსი ნავალნის თანამებრძოლის, მარია პევჩიხის მიერ გაკეთებულ განცხადებას. მან 15 თებერვალს განაცხადა, რომ ნავალნის გაცვლის საკითხი დასკვნით ფაზაშია.
ალექსეი ნავალნის ქვრივმა ასევე განაცხადა, რომ ის პუტინს სიკვდილს არ უსურვებს და სურს, რომ ის რუსეთის ციხეში აღმოჩნდეს. „მინდა, რომ მეფის მსგავსი მმართველისგან ის უბრალო პატიმრად გადაიქცეს“ - განაცხადა იულია ნავალნაიამ.
იულია ნავალნაიამ ასევე განაცხადა, რომ ის რუსეთში იქამდე არ დაბრუნდება, ვიდრე თავის უსაფრთხოებაში დარწმუნებული არ იქნება. ის ამჟამად საკუთარ საცხოვრებელ ადგილს მალავს და იძულებულია, რომ დაცვა ჰყავდეს.