თეგებით ძიება
21. 10. 2024 მსოფლიო

ქალი საკუთარმა ძაღლმა დაგლიჯა

ავსტრალიის ქალაქ თაუნსვილში, 34 წლის ქალმა, საკუთარი ძაღლის თავდასხმის შედეგად, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო. ის, მძიმე ტრავმით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. პარამედიკოსების განცხადებით, ძაღლმა პაციენტს მარჯვენა მკლავი იდაყვის ქვემოთ მოაწყვიტა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

„შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ ქალი, საკუთარი სახლის გარეთ, გასისხლიანებული იპოვა, ხოლო ძაღლი [სავარაუდოდ, პიტბული] სახლში იყო. ის ძალიან აგრესიული ჩანდა... ჯერ კიდევ ცდილობდა გარეთ გასვლას,“ - განაცხადა პრესკონფერენციაზე უფროსმა სერჟანტმა სკოტ უორიკმა.

პოლიციის ინფორმაციით, ძაღლს, შემთხვევის ადგილზე, ევთანაზია ჩაუტარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა