თეგებით ძიება
09. 03. 2016 News-ები

ადვოკატი - ალექსი პეტრიაშვილი ბრალდებულს წარსულში იცნობდა

ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან მექვაბიშვილის ადვოკატი მარინა ფილაური მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას აკეთებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მექვაბისშვილსა და პეტრიაშვილს წარსულში ერთმანეთთან გარკვეული შეხება ჰქონდათ.

მარინა ფილაურის თქმით შესაძლებელია პეტრიაშვილს ამ ურთიერთობის შესახებ დღესდღეობით არ ახსოვდეს, მაგრამ მისი თქმით მექვაბიშვილი სიმართლეს აცხადებს. თავდამსხმელისა და დეპუტატის ურთიერთობის სხვა დეტალებზე ადვოკატი არ საუბრობს და აცხადებს, რომ დამატებით ინფორმაციას საზოგადოება მალე გაიგებს.
rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა