თეგებით ძიება
09. 03. 2016 News-ები

საქართველოს პრეზიდენტი ხვალ აზერბაიჯანში გაემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბაქოს IV გლობალურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ხვალ აზერბაიჯანში გაემგზავრება.

ბაქოს IV გლობალურ ფორუმზე - „მრავალპოლარული მსოფლიოსაკენ", რომელიც ნიზამი განჯევის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით იმართება, გიორგი მარგველაშვილი 70-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით მიმართავს.

საქართველოს პრეზიდენტი ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას გაამახვილებს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობებზე, რეგიონში მოქმედ პროექტებზე, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის აუცილებლობაზე.

საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება. ასევე დაგეგმილია პირისპირ შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან.
news.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა