თეგებით ძიება
09. 03. 2016 News-ები

- საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის

გოგი თოფაძის მორიგი სკანდალური განცხადება- საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის გაუგებარია პროტესტი, რომელიც გაზპრომთან მოლაპარაკებებს მოჰყვა. განცხადება მრეწველების ლიდერმა დღეს კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ენერგეტიკის მინისტრმა დეპუტატებს ენერგეტიკის სფეროში არსებული ვითარება და რუსულ ენერგოკომპანია გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი გააცნო. თოფაძემ სიტყვით გამოსვლისას კითხვით მიმართა დეპუტატებს, რატომ არ უჩნდებათ პროტესტი თურქეთის მიმართ, საიდანაც თოფაძის თქმით, „ამდენი ნაგავი შემოაქვთ „ და რომელსაც ასევე აქვს „ჩვენი ტერიტორიები დაკავებული“.

„ამაზე ააგაეს, რომ თურმე როგორ შეიძლება რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და გაზპრომთან საუბარი არ შეიძლება. მწვანილის გატანა შეიძლება, ღვინის გატანა შეიძლება? თუ ასე ვუდგებით მაშინ თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?"-განაცხადა თოფაძემ.

გოგი თოფაძის ამ სკანდალური განცხადების შემდეგ, ის უმრავლესობის ლიდერის კაბინეტში დაიბარეს, თუმცა თოფაძეს კვაჭანტირაძესთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი აღარ გაუკეთებია.

თოფაძის განცხადება განმარტა მისმა თანაგუნდელმა ზურაბ ტყემალაძემ. დეპუტატი ამბობს, რომ თოფაძემ რუსეთსა და თურქეთს შორის პარალელი სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით გაავლო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა