თეგებით ძიება
15. 03. 2016 News-ები

"თავისუფალი დემოკრატები" პრემიერ მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

"ჩვენ საჯაროდ მივმართავთ საქართველოს პრემიერ მინისტრს და ვთხოვთ დაუყოვნებლივ კონსულტაციას მასთან, რათა ერთიანი პასუხი გავცეთ იმ საფრთხეს, რომელიც მიმართულია "თავისუფალი დემოკრატების" წინააღმდეგ და ასევე აბსოლუტურად მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. "თავისუფალ დემოკრატებს" შემუშავებული გვაქვს წინადადებათა პაკეტი, რომელიც არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ დანაშაულს და ჩვენი წინადადებათა პაკეტი მოიცავს კომპლექსურ ღონისძიებებს, რომლებიც სწრაფად უნდა გავატაროთ მთლიანად სახელმწიფომ. ამ ამაზრზენი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს ეფექტური და უსწრაფესი. ყველა ერთად უნდა აღვუდგეთ ამ დანაშაულს და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს", - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, დიდი ალბათობით ამ ხელისუფლების ნაწილს მონაწილეობა აქვს მიღებული ამ დანაშაულში და ზუსტად აქედან და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შოთაძის პროკურატურა ამ საკითხის გამოძიებას ვერ შეძლებს.

"დღეს, საზოგადოების კონსოლიდაცია ამ პრობლემის მიმართ არის უპრეცედენტო, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება ამაო და უშედეგო თუ დასრულდა მხოლოდ ერთი საქმის გამოძიებით ან მისი არ გამოძიებით. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში, ჩვენ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ასეთი საქციელი და ერთიანად დავასრულოთ ასეთი ბინძური კამპანია", - განაცხადა ჩიქოვანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა