თეგებით ძიება

ბებიის გაუპატიურებისთვის დაკავებული 29 წლის კაცი მამიდას პროვოკაციაში ადანაშაულებს

ბებიის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოდ სჯიან. 29 წლის გიორგი კირვალიძე გლდანის ციხიდან სატელეფონო ინტერვიუში ყვება, რომ პროვოკაცია მამიდამ მოუწყო, ოჯახის წევრის გაუპატიურება დააბრალა, რომ ქონება წაერთმია. პატიმრის მტკიცებით, მიზეზი ბინაა, რომლის მისაკუთრებაც მამიდას სურდა. უმძიმესი დანაშაულისთვის გასამართლებული ახალგაზრდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, შიმშილობით აპროტესტებს. 

ოჯახის მტკიცებით, საქმეში ერთადერთი მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნა და ბებიის ლოგინში აღმოჩენილი შვილიშვილის დნმ-ია, რასაც დაკავებულის მშობლები არასკამარისად თვლიან. 

გამოძიების მტკიცებით, კი ახალგაზრდა კაცი ბებიის მიმართ სექსუალურ ქმედებებს სისტემატურად ახორციელებდა, ხოლო ბებიას დანაშაულის დაფარვის მიზნით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, საძინებელ ოთახში კეტავდა და სექსუალურად ავიწროვებდა. 

ბებიის ჩვენება კაცის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებაა. რასაც პატიმარი პოლიციელების შეკერილ საქმედ მიიჩნევს. შემზარავი ამბის დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი ერთი წლის წინ გახდა, როცა პოლიციამ 28 წლის გიორგი კირვალიძე დააკავა. 

შეგახსენებთ, რომ 77 წლის ქალი  შემზარავი ამბის გამხაურებიდან რამდენიმე დღეში გულის შეტევით გარდაიცვალა. შემზარავი დანაშაულისთვის გასამართლებული ბიჭის მშობლები ამბობენ, რომ სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლებენ.

მთავარი არხი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა