თეგებით ძიება
19. 03. 2016 News-ები

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტში აფეთქება მოხდა

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტში აფეთქება მოხდა. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, აქედან ორ მათგანს მცირე დაზიანება აქვს მიღებული, ხოლო მესამეს დაზიანებები არ აღენიშნება. სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევის შედეგად, კვების ობიექტში დაზიანებულია ინვენტარი და ფანჯრები.

მცირე ზომის აფეთქება დაზიანებული გაზის ბალონიდან ბუნებრივი აირის გამოჟონვამ გამოიწვია.

როგორც რუსთავი2-ს შსს-ში განუცხადეს, საქმე აღძრულია "სისხლის სამართლის კოდექსის" 188-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლად დაზიანებას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა