თეგებით ძიება
19. 03. 2016 News-ები

საქართველო-რუმინეთის მატჩი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა

საქართველო-რუმინეთის მატჩი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს 6 ლელო გაუტანეს და ანგარიშით 38:9 გაიმარჯვეს .

"ბორჯღალოსნებმა" ევროპის ერთა თასთან ერთად, ანთიმოზ ივერიელის თასიც დაისაკუთრეს, რომელიც ტრადიციულად, ამ ორ ნაკრებს შორის დაპირისპირებაში თამაშდება. აღსანიშნავია, რომ საქართველო ისტორიაში მეცხრედ გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული.

თამაშში ანტონ ფეიქრიშვილმა და გიორგი ფრუიძემ ორ-ორი ლელო გაიტანეს, თითო სანდრო თოდუამ და კარლენ ასეიშვილმა.

მატჩის საუკეთესო მორაგბედ მამუკა გორგოძე დასახელდა, კულმინაცია კი "დინამო არენაზე" "ბორჯღალოსნების" დაჯილდოება იყო - ქართველ მორაგბეებს ჯილდოები რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ გადასცა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა