თეგებით ძიება
20. 03. 2016 News-ები

ვისაც სურს იყოს "სექსუალური და მიმზიდველი" რჩევები ქალებს ქართველი ფიტნეს გოგონასაგან [EXCLUSIVE]

საქართველოში შექმნილია სტერეოტიპი, რომ ქართველი სექსიმბოლოების სია აუცილებლად უნდა შემოიფარგლებოდეს : შორენა ბეგაშვილი, თამო ვაშალომიძე, კესარია აბრამიძე, თინა მახარაძე, მერსი სულხანიშვილით და მოკლედ ყველა იმ ქართველი ქალბატონით რომელიც სექსზე ლაპარაკობს, ან უბრალოდ წარმატებას შიშველი სხეულით მიაღწია.

თუმცა ნაკლები ინტერესია სხვა გოგონების მიმართ რომლებიც გამორჩეული არა სკანდალების შექმნით არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესით არიან.
ეს გოგონა მარიამ კუპრაძეა, მარიამი ჯერ მხოლოდ 19 წლის არის და უკვე თამამად შეიძლება ითქვას რომ იდეალური პარამეტრები აქვს.



-პირველად როდის გადაწყვიტე, რომ ასეთი ცხოვრების სტილი აგერჩია და რამდენი ხანია, რაც ვარჯიშობ?

ჯერ ვარჯიშის გარეშე დიეტით 15 კგ დავიკელი სადღაც ორი წლის წინ,, მერე სოციალურ ქსელში მხვდებოდა ბევრი სამოტივაციო ვიდეოები და გადავწყვიტე მეც დამეწყო ვარჯიში,ეხლა 8 თვეა რაც ვვარჯიშობ.




-ასეთ მცირე დროში ასეთი შედეგი? ზოგიერთი გოგო წლები ანდომებს სასურველ ფორმაში ჩადგომას

ჰოო,ბევრი ამბობს რომ გენეტიკის დამსახურებაა მაგრამ მე არ ვთვლი ეგრე უბრალოდ მონდომების და ბევრი ვარჯიშის დამსახურებააა ნუ რათქმაუნდა სწორადაც ვიკვებები აბა ისე შედეგი არ იქნება


-კვირაში რამდენ დღეს და საათს უთმობ ვარჯიშს?

ვცდილობ ვივარჯიშო ყოველ დღე მაგრამ ძალიან ვიღლები და
კვირაში ერთი ორ დღეს მაინც ჩავაგდებ ხოლმე საათ ნახევარი მაქსიმუმ ორი საათი. გააჩნია რისი დღე მაქვს,თუ დიდი კუნთები უნდა ვავარჯიშო ცოტა მეწელება ვარჯიში და მეტი დრო მჭირდება პატარ-პატარა კუნთების ვარჯიშისას ან მსუბუქი ვარჯიშები თუ მიწევს მაშინ 1 საათი მყოფნის ხოლმე.


-რას ურჩევდი ქართველ გოგონებს, რომლებიც ახლა აპირებენ ფორმაში ჩადგომას და ვარჯიშის დაწყებას?

პირველ რიგში ვულოცავ რომ ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. ვარჯიშის დაწყება არასდროსაა გვიან. ვურჩევდი რომ დაისახონ ნათელი მიზანი, წარმოიდგინონ თავისი თავები ისეთ ფორმაში როგორიც უნდათ რომ იყვნენ და ყოველდღიურად იბრძოლონ ამ მიზნისათვის. საკუთარ თავთან ბრძოლა და საკუთარი თავის სრულყოფა ეს მშვიდობიანი მეომრის გზაა. წინასწარ გეტყვით რომ ბევრჯერ გექნებათ ის მომენტი როდესაც დაგეზარებთ სავარჯიშოდ გასვლა ამინდის, უხასიეთობის თუ უსახსრობის გამო, მაგრამ ეს ყველა მიზეზი და სიზარმაცე უნდა დაძლიოთ და არ გაჩერდეთ. გავა დრო და თქვენი შედეგი არათუ თქვენ არამედ სხვებს გააკვირვებს და თქვენ გახდებით სხვისი მოტივაციის წყარო და მისაბაძი ადამიანი. ვარჯიში გამოგიწრთობთ არათუ მხოლოდ სხეულს არამედ მენტალურ მხარესაც. დაიწყეთ ვარჯიში და შეატყობთ რომ თქვენი ცხოვრება მხოლოდ უკეთესობისაკენ იცვლება


-ვარჯიშის გარდა ახლა რითი ხარ დაკავებული და რას აპირებ მომავალში?

ვემზადები მასწავლებლებთან და ველოდები მისაღებ გამოცდებს



-ხომ არ აპირებ შენი ცხოვრების წესი, შენს საქმიანობად აქციო?

გამორიცხული არაფერია. ცხოვრება მოულოდნელობითაა სავსე და არასდროს ვამბობ არასდროს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სწორად ვარჯიშის სწავლება მიცდია და ამ კუთხით მიმუშავია კიდეც სხვადასხვა სპორტ დარბაზებში მაგრამ დიდ ყურადღებას ვიქცევ და საპირისპირო სქესი ხშირად მაწუხებს. ვიცი შეიძლება გამომწვევი ვჩანვარ, თუმცა სიმშვიდის მოყვარული ვარ და ყურადღების ცენტრში ყოფნა ზოგჯერ ძალიან მაღიზიანებს და წყობიდან გამოვყავარ. მეკი ყოფილი კარატისტი ვარ ასერომ არ მინდა წყობიდან გამოვიდე. ეს ხუმრობით რათქმაუნდა მაგრამ ამ მიზეზის გამო სამსახურს ბევრჯერ გამინებებია თავი. ალბათ იდეალური ვარიანტი ის იქნებოდა რომ საყვარელ მამაკაცთან ერთად მქონდეს გახსნილი სპორტდარბაზი და ერთად ვასწავლიდეთ ხალხს. მერე ნამდვილად ვერ შემაწუხებდნენ


-და კვების მხრივ რას ურჩევდი?

კვება ძალიან დიდი თემაა. გააჩნია ვის რა მიზანი აქვს და რისთვის ვარჯიშობს. ყველას ვურჩევდი რომ წინასწარ ზედმეტი ფიქრისგან თავი არ დაიტვირთონ. დაიწყონ ვარჯიში და დანარჩენი ნელ-ნელა ყველაფერი თავისით მოვა. ყველაფერს ისწავლის და მოახერხებს მონდომებული ადამიანი.



ვისაც სურს იყოს "სექსუალური და მიმზიდველი" რჩევები ქალებს ქართველი ფიტნეს გოგონასაგან [EXCLUSIVE]

ვისაც სურს იყოს "სექსუალური და მიმზიდველი" რჩევები ქალებს ქართველი ფიტნეს გოგონასაგან [EXCLUSIVE]

ვისაც სურს იყოს "სექსუალური და მიმზიდველი" რჩევები ქალებს ქართველი ფიტნეს გოგონასაგან [EXCLUSIVE]

ვისაც სურს იყოს "სექსუალური და მიმზიდველი" რჩევები ქალებს ქართველი ფიტნეს გოგონასაგან [EXCLUSIVE]

ავტორი: ნათია ჩაფიძე
სპეციალურად: GOGAGGG.COM-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა