თეგებით ძიება
20. 03. 2016 News-ები

ირაკლი ლომაია- „საქართველო ის ჭაობია სადაც გამარჯვებისთვის კლავენ დამარცხებულს“ [ECXLUSIVE]

ირაკლი ლომაია - მისი სახელი და გვარი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გამოჩნდა საქართველოში, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, უამრავი მტერიც, თუმცა როგორც თვითონ ამბობს იმედი და რწმენა არასდროს დაუკარგავს. ირაკლი ლომაია არის მსოფლიოს 18 ქვეყნაში ეზოთერიულ - ბიოენერგეტიკული კლინიკის \'\'LOMAIA LIFE\'\' დამფუძნებელი, იგი გახლავთ ონკო - პრეპარატის \'\' EXTRA LONG-LIFE” - ის შემქმნელი. აგრეთვე მან გამოიგონა და შექმნა ბიოლოგიურად აქტიური მედიკამენტი \'\'Morning Dew \'\'- ი, რომელიც აქტიურად არის რეალიზებული კანადა-ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში. 2007 წელს ქ. თბილისში დაარსა საქველმოქმედო ფონდი \'\'`LOMAIA\'\'. ირაკლი გახლავთ ჟურნალი \'\'რეალური სამყარო\'\' და ყოველკვირეული გაზეთი \'\'კამარა\'\'- ს დამფუძნებელი. კანადაში გახლავთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი \'\'Ca&Ge;\'\' გენერალური დირექტორი და ამავე ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მისი უდიდესი ჰობია განტვირთვის მიზნით მოგზაურობა,იმოგზაურა მსოფლიოს 122 ქვეყანაში. ბრიტანეთში მიღებული აქვს დედოფლის მიერ დაარსებული, მსოფლიო მოგზაურთა ადამიანების საპატიო ორდერი..


-თავდაპირველად მინდა გაიხსენოთ ბავშობა...

ჩემი ბავშვობა ვერ ვიტყვი რომ ცუდი იყო, მაგრამ არც ის შემიძლია ვთქვა, რომ ფუფუნებაში გავიზარდე.. ალბათ როგორც ყველა მეც ერთი რიგითი ბავშვი ვიყავი, ჯერ კიდევ 7 კლასიდან დავიწყე სამედიცინოზე ფიქრი, ამაზე ვოცნებობდი, სულ ვამბობდი რომ აუცილებლად ექიმი გავხდებოდი.
ჩემი პირველი შემოსავალი იყო როდესაც სენაკში ერთ-ერთ გამოცემაში დავიწყე მუშაობა, საინტერესო სამედიცინო თემებს ვწერდი, ეს ჯერ კიდევ ძლაიან მცირე ასაკში მერე როდესაც მივხვდი რომ შემოსავალი ძალაიან ცოტა იყო და ჩემს სწავლა განათლებას გაცილებით მეტი სჭირდებოდა დავიწყე ვაჭრობა, გავიცანი ქალბატონი რომელსაც ერთ-ერთი სოფლიდან არაყი დაჰქონდა იაფად ჩემთვის მე კი ამ არაყს მეზობლებში ვყიდდი, ყველაზე სასაცილო ის იყო, როდესაც ავიკიდებდი ეს ციცქნა ბავშვი მხარზე 10 ლიტრიან კონტეინერს და ძლივს მოვათრევდი, ქუჩაში ხალხი ჩემი ცოდვით იწვოდა,ხან ვინ მეხმარებოდა წამოღებაში ხან ვინ, ამხანაგები დამცინოდნენ ვაჭარს მეძახდნენ და როდესაც სკოლაში მე ე.წ. პაპკით დავდიოდი ისინი ჰიპობდნენ და ძველბიჭობდნენ, მე კი ამის გამო მუდამ დაჩაგრული ვიყავი, მათ არ სურდათ ჩემთან კონტაქტი, ხშირად დედიკოს ბიჭუნას მეძახდნენ,მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგებთან არასდროს მიგვრძვნია თავი კომფორტულად, არ ვთვლიდი თავს უბედურად რადგან ჩემი მიზანი იყო მხოლოდ ერთი -აუცილებლად უნდა მესწავლა, მიუხედავად ამისა მე არასოდეს დამიკარგავს იმედი, მუდამ მჯეროდა იმის რომ აუცილებლად დადგებოდა ჩემს ცხოვრებაში გაზაფხული.. მოკლედ, ასეთი იყო ჩემი ბავშვობა და სტუდენტობა , ძალიან მტკივნეული და შრომატევადი.
ხოლო ზოგიერთი ჩემი თანაკლასელი რომელსაც თავი ჩემზე მაღლა მოჰქონდა და დამცინოდა თავიანთი ძველბიჭური საქციელის გამო ციხეშიც კი მოხვდა და მერე როცა კარგად ვიყავი და მყარად ვიდექი ფეხზე ჩემთან დასახმარებლად მოვიდა.. რათქმაუნდა მე არცერთი მათგანისთვის არასოდეს შემიხსენებია წარსული და ამის გამო ხელი არავისთვის მიკრია..


-როცა სწავლა დაამთავრეთ მალევე მოიხვეჭეთ სახელი, საქართველოში უკვე ყველა გიცნობდათ, მაგრამ მაინც არჩიეთ აქედან წასვლა და თან იყო პერიოდი როცა თქვენს შესახებ ყველაფერი თითქოს ცოტახნით გაქრა...

დიახ, როდესაც საქართველოში შეიძლება ითქვას უდიდესი წარმატებები მქონდა და არა მარტო საქართველოში, პროფესორის წოდებაც მივიღე ჯერ კიდევ 24 წლის ასაკში, ეს თურმე ჩემი ქვეყნისთვის არაფერს ნიშნავდა.
ასევე ვიმუშავე 4 წელი ონკო პრეპარატზე და დიდი წარმატება მქონდა, იმდენად დიდი წარმატება, რომ ისეთ პატარა ქვეყანაში რომელსაც საქართველო ჰქვია ამის მეტს ალბათ ვერც ვერაფერს შევძლებდი ფიზიკურად, რამე თუ არეალი ძლაიან პატარა იყო ჩემთვის, მერე მოხდა ისე რომ სამწუხაროდ საქართველოში რაც წინ მივიწევდი და მაღლა ავდიოდი კარიერულ საფეხურებზე მით ბევრი მტერი იჩენდა ჩემს ირგვლივ თავს. პარალელურად კი ყველაზე დიდ უბედურება დამატყდა თავს . გარდამეცვალა ადამიანი რომელიც ჩემი სული და გული იყო,დასაკარგიც აღარაფერი მქონდა რადგან ყველაფრის თავიდან დაწყება მიწევდა ვიფიქრე წავალ მაინც ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო და ბარემ ისეთ ქვეყანაში დავიწყებ სადაც ზუსტად ვიცი რომ დამიფასდებათქო და წამოვედი, ვიცოდი რომ კანადა ძალიან კარგი ქვეყანა იყო. აქ კანონი კანონობს, ყველას შრომა ფასდება, დღეს მე კანადის კანონი მიცავს,ამ ქვეყანაში სიმშვიდე მოვიპოვე, შევიგრძენი ნამდვილი ადამიანობის ფასი.. მივხვდი თუ რაოდენ ძვირფასი ყოფილა ჩემი სიცოცხლე და ის თავისუფლება რომელიც ვიღაცას ასე მარტივად არ შეუძლია გათელოს და დაანგრიოს.. აქ დავინახე კანონი, რომელიც განურჩევლად ყველა მოქალაქისა მკაცრი და ამავე დროს ძლაიან ობიექტურია.
მიუხედავად იმისა რომ გული ძალიან ნატკენი მაქვს მე არასოდეს კანადურ გამოცემებში არ ვამბობ ჩემს სამშობლოზე აუგს, ეს არ მოხდება.. იმიტომ რომ ასეა საჭირო.. თქვენ ვერნახავთ ვერცერთ უცხოურ მასალას სადაც მე ცუდად მოვიხსენიებდე სამშობლოს არმოხდება ეს.. პირიქით ჩემი მკვდარი ისევ მე თუ არდავასაფლავე ამას კანადა არ იზამს.. მადლობა ყველას ყველაფრისთის.. მიყვარხართ მე თქვენ.. მრავლაჯერ და ათიათასჯერ. მადლობააა!..დღეს ნამდვილად არც მაინტერესებს და არც დრო მაქვს იმის, რომ ზოგიერთ ღვარძლიან ადამიანს დაუგდო ყური.. არშემიძლია მადლობა არ ადაუხადო და გთხოვთ ეს არ ამოჭრათ.. ძალიან დიდი მადლობა ყველა ჩემი სოციალური ქსელის როგორც ინსტაგრამის ასევე ფეისბუქის თითოეულ იმ ქართველს ვინც მე ასე მიმიღო, შემიყვარა და მეფერება, ვინც ყოველდღიურად ელის ჩემგან სიახლეს, ვიდეოს, ლამაზ ფოტოებს,, ამ ხალხს ყველას მინდა ვუთხრა, რომ მე თქვენ მიყვარხართ ქართველებო.. !..


-"საქართველო ის ჭაობია სადაც გამარჯვებისთვის კლავენ დამარცხებულს" სიტყვები გეწერათ, ახლა უკვე ამდენი წარმატებით ასეთი სახელით რას ეტყოდით იმ ადამიანებს რომლებიც საქართველოში ყოფნის დროს ხან გემუქრებოდნენ, ხან ცილს გწამებდნენ და გადანაშაულებდნენ?

დღეს ჩემი დაბადების დღეა ამ წუთას როცა ამ ინტერვიუს გაძლევ მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მთელს დუნიაზე, აბა ეხლა ასეთი განსაკუთრებული მაღალი გრძნობებისა და დადებითი ემოციების ფონზე შემიძლია ვინმეს რამე ვუთხრა? ერთადერთი რაც ალბათ აუცილებლად უნდა ვთქვა ეს სიყვარულია, მეტი მოფერება და ადამიანობაა.. მეც ბევრი შეცდომები მქონია, რათქმაუნდა ასეა, მაგრამ მიუხედავად ამისა ვთვლი რომ ნამდვილად არ ვიმსახურებდი იმ ყველაფერს რაც მე მერგო. და ბოლოს!.. ადამიანებო გვიყვარდეს ერთმანეთი, მოვეფეროთ და ჩავეხუტოთ მათ, სანამ დროა ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა, დაფასება და თითოეული მათი შემოქმედების თუ ღირებულებების მაღალ ხარისხში აყვანა.. მე როდესაც კანადას ჩემი საკუთარი ქვეყნის საქართველოს პასპორტი გადავეცი საბოლოოდ მაშინ გამოვიტირე ჩემი თავი და წარსულს ჩავაბარე ყველაფერი ცუდი რაც მქონდა და დღეს როდესაც ამ ქვეყნის ოფიციალური წევრი ვარ, არ მაქვს უფლება წარსულზე ვიფიქრო და სხვებივით ვიბოღმებოდე.. ყველამ იბრძოლეთ , ჩემი ცხოვრება ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორ არის შესაძლებელი ათასჯერ დაცემის მერე მაინც წამოდგე ფეხზე და იყო ამაყი.. გქონდეს დამოუკიდებელი ცხოვრების არეალი და გერქვას ნამდვილი ადამიანი!.. საქართველო!.. ვინ მოგცა შენ შვილი დასაკარგავი!.. მადლობა , რომ დაინტერესდით ჩემით და ამ წერილს წაიკითხავენ საქართველოში! მიყვარხართ თქვენ!


ირაკლი ლომაია- „საქართველო ის ჭაობია სადაც გამარჯვებისთვის კლავენ დამარცხებულს“ [ECXLUSIVE]

ირაკლი ლომაია- „საქართველო ის ჭაობია სადაც გამარჯვებისთვის კლავენ დამარცხებულს“ [ECXLUSIVE]

ირაკლი ლომაია- „საქართველო ის ჭაობია სადაც გამარჯვებისთვის კლავენ დამარცხებულს“ [ECXLUSIVE]

ავტორი: ნათია ჩაფიძე
სპეციალურად: GOGAGGG.COM-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა