თეგებით ძიება
21. 03. 2016 News-ები

მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალურ მოძრაობას წინასაარჩევნოდ რჩევები მისცა

მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალურ მოძრაობას წინასაარჩევნოდ რჩევები მისცა. მან სოციალურ ქსელ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იყო ტენდენციების შემქმნელი და ახალი იდეების გენერატორი. მისივე თქმით, პარტიამ შეძლო ურთულეს სიტუაციაში პოლიტიკური რეპრესიებისა და ყოველდღიური ზეწოლის, დემონიზაციისა და ბინძური სიცრუის უწყვეტი ნაკადის პირობებში თავის გადარჩენა და ერთიანობის შენარჩუნება.

„ახლა დროა საფუძველი ჩავუყაროთ ახალ ტრადიციებს ქართულს პოლიტიკაში და გამოვიდეთ რამდენიმე ახალი ინიციატივით, რომელთაგან პირველი შეიძლება იყოს სრული პარიტეტის დაწესება ქალბატონებისთვის. საერთო განახლების ფარგლებში წინასწარ გამოვაცხადოთ, რომ პარტიის საპარლამენტო არჩევნების სიებში კანდიდატთა 50 პროცენტი იქნება ქალი.

ჯერ ერთი, ამით ხაზი გაესმევა ქალების როლის ქართულ საზოგადოებაში, ობიექტურად ხელს შეუწყობს განახლებას და უკეთესად მოგვამზადებს ოქტომბრის არჩევნებში გარდაუვალი გამარჯვებისთვის.

დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ გაგვიჭირდება ძალიან ღირსეული ქალი კანდიდატების მოძებნა და მათი ამორჩევა. ამასთან, ამ კანდიდატების საზოგადოებისთვის წარდგენა დროულად უნდა შევძლოთ“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალურ მოძრაობას წინასაარჩევნოდ რჩევები მისცა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა