თეგებით ძიება
22. 03. 2016 News-ები

ბრიუსელის აეროპორტში ტერორისტმა აიფეთქა თავი

ბელგიის მთავარი პროკურორი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ბრიუსელის აეროპორტში თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. ინფორმაციას Reuters-ი ბელგიურ ტელეკომპანია RTBF-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აფეთქებამდე სროლის ხმა და არაბულ ენაზე ყვირილი ისმოდა.

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულია 10, ხოლო დაშავებულია 35 ადამიანი.

ბრიუსელის აეროპორტმაც და მეტრომაც მუშაობა შეწყვიტა. ტერორიზმის საფრთხე ქვეყანაში აყვანილია უმაღლეს დონეზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა