თეგებით ძიება
23. 03. 2016 News-ები

„პროკურატურამ კი დახურა საქმე, მაგრამ ეს საქმე არ დამიხურავს მე"

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი პროკურატურის დასკვნას, „კოკაინის საქმეზე“ შესაძლო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით, საგანგებო პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა. ელისაშვილის განცხადებით, ეს არის მისი ღირსების საქმე და ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

„პროკურატურამ კი დახურა საქმე, მაგრამ ეს საქმე არ დამიხურავს მე. ეს არის ჩემი ღირსების საქმე და უკვე ბესელია-კობახიძის გარდა, ამ საქმის ჩაფარცხვის და მტკიცებულებების გაყალბების გამო, აუცილებლად კანონის წინაშე პასუხს ვაგებინებ პროკურორებს და ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს, მათი სახელები დაგვარები გამოქვეყნებულია კიდეც.

ადრე თუ გვიან, ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვან. „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებამ ვერ ჩააბარა გამოცდა. მან ტრადიციისამებრ, ისევ დააფარა კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ხელი, მაგრამ ამ საქმეს მე არ ვაცხადებ დახურულად, ეს არის ჩემი ცხოვრებისეული ღირსების საქმე და ამ საქმეს ადრე თუ გვიან ბოლომდე მივიყვან“,-განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურაში განაცხადეს, რომ ე.წ. ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით დაწყებული გამოძიება დასრულებულია და კორუფციული ფაქტი არ დადასტურდა.

გამოძიება პროკურატურამ ელისაშვილის განცხადების საფუძველზე დაიწყო. ელისაშვილი ინფორმაციით, კონკრეტული პატიმრების შეწყალებაში ხელშეწყობის სანაცვლოდ პოლიტიკოსებმა დიდი ოდენობით ფული მოითხოვეს.
http://news.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა