თეგებით ძიება
25. 03. 2016 News-ები

კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთხელ მამა გახდება

კრიშტიანუ რონალდუ უკვე ზრდის ხუთი წლის ვაჟს-კრიშტიანო რონალდო უმცროსს, როგორც ჩანს ლეგენდარული ფეხბურთელი მალე ისევ მამა გახდება.

ჭორები გავრცელდა, მატჩის დროს, რომელიც გაიმართა რეალ მადრიდსა და სელტა ვიგოს შორის და დასრულდა ანგარიშით 7:1 რონალდუს კლუბის სასარგებლოდ. საქმე იმაშია, რომ მატჩის დროს კრიშტიანუმ აიღო ბურთი და მაისურის ქვეშ მოითავსა. ამით მან ორსულობაზე მიანიშნა. ასევე მან ოფიციალურად განაცხადა, რომ ის მალე გახდება მამა.

სრულიად შესაძლებელია: გახსოვთ დეკემბრის ახალი ამბები იმის შესახებ, რომ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა შობა გაატარა მაიამიში, სადაც წავიდა იმისთვის, რომ მოლაპარაკებოდა სუროგატ დედას მეორე ბავშვის გაჩენაზე?

ასევე მან განაცხადა ჟურნალ FHM-თან ინტერვიუში:

\'\'ხუთი ან ექვსი ბავშვი? რატომაც არა! მე მაქვს შესაძლებლობა, რომ ვუზრუნველყო მათი მომავალი.\'\'

ასევე მან ისაუბრა მამობაზე:

\'\'ეს დაუჯერებელია. მე არასდროს არ ვფიქრობდი, რომ ბავშვის დაბადებით ჩემი ცხოვრება ასე შეიცვლებოდა. ის ყოველთვის ჩემთან არის, ის მამხნევებს.\'\'

კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთხელ მამა გახდება

კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთხელ მამა გახდება

კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთხელ მამა გახდება


სპეციალურად: GOGAGGG.com-ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა