თეგებით ძიება
18. 06. 2016 News-ები

სოფელ ქვიტირში, აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ მაისურები დახიეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა პარტია დატოვეს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა დღეს აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ ისინი "პატრიოტთა ალიანსს“ უერთდებიან .
აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის 4 წლის განმავლობაში მმართველმა გუნდმა მათი იმედები ვერ გაამართლა. მათ პროტესტის ნიშნად ,,ოცნების“ მაისურებიც დახიეს.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ცოტნე ზურაბიანი აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დასაზუსტებელია ვისი ორგანიზებით გაიმართა აქცია. ცოტნე ზურაბიანის მტკიცებით, აქციაზე "ქართული ოცნების" „რეალური წევრები არ ყოფილან“.
interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა