თეგებით ძიება
18. 06. 2016 News-ები

ბელგიაში ტერაქტის მოწყობის ბრალდებით 12 პირი დააკავეს

მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა ბელგიაში. სამართალდამცველებმა ბრიუსელსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში 40 საცხოვრებელი სახლი და 150-მდე ავტოფარეხი გაჩხრიკეს.

რეიდების დროს დაკითხეს 40-მდე ეჭვმიტანილიც, რომელთაგანაც 12 ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დააკავეს.

რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიასა და საფრანგეთში ტერაქტების ახალი სერია იგეგმებოდა, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ბელგიაში წუხელ ჩატარებული სპეცოპერაციები ამ საფრთხეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა