თეგებით ძიება
23. 06. 2016 News-ები

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯი-ოღლუს შინა პატიმრობა მიესაჯა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯი-ოღლუს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინა პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „სპუტნიკ აბხაზიას“ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურორმა, ადგურ აგრბამ განუცხადა.

მისი თქმით, „სამხედრო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამხედრო პროკურატურის შუამდგომლობა კანჯი-ოღლუს დაპატიმრების შესახებ“.
როგორც დღეს დილით გახდა ცნობილი, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურატურამ დე-ფაქტო სამხედრო სასამართლოს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის, რაშიდ კანჯი-ოღლის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა.

არსებული ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან დაითხოვეს.

კანჯი-ოღლის წინააღმდეგ გამოტანილია დადგენილება განზრახ მკვლელობის მუხლით.
რაშიდ კანჯი-ოღლი საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას განზრახ მკველობაშია ბრალდებული. ტრაგიკული შემთხვევა 19 მაისს, სოფელ ხურჩაში მოხდა.
interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა