თეგებით ძიება
23. 06. 2016 News-ები

დავით გერლიანის დაკავების გამო პრემიერი შს სამინისტროს მადლობას უხდის

ე.წ. კანონიერი ქურდის დავით გერლიანის, ზედმეტსახელად სვანის დაკავებისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიების ეფექტურად ჩატარებისთვის მადლობას უხდის.

“მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეფექტური ღონისძიებისთვის, როდესაც მოხდა სავარაუდო დამნაშავის დაკავება. ეფექტურად, სამი დღე-ღამის განმავლობაში ფაქტობრივად, მთელი სამინისტრო მუშაობდა განუწყვეტელ რეჟიმში და ძალიან ეფექტური ღონისძიების შემდეგ მოხდა სავარაუდო დამნაშავის დაკავება,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც ცნობილია, უკრაინიდან დეპორტაციის შემდეგ, კრიმინალური ავტორიტეტი საქართველოში ჩამოვიდა და აეროპორტის ტერიტორია უპრობლემოდ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა