თეგებით ძიება
23. 06. 2016 News-ები

ირაკლი ლომაია: “მაშინ ძნელად თუ წარმოვიდგენდი რომ ეს ოცნება ახდებოდა-“ [EXCLUSIVE]

ირაკლი ლომაია საკმაოდ ცნობილი ექიმია, ჟურნალისტებიც ხაზს ყოველთვის მის პროფესიას უსვამენ, ამიტომ დღეს გადავწვიტეთ გაგაცნოთ სულ სხვა ირაკლი ლომაია...

„ დღევანდელი მონაცემებით იმოგზაურა მსოფლიოს 122 ქვეყანაში. ბრიტანეთში მიღებული აქვს დედოფალ ელიზაბედის მიერ, მსოფლიო მოგზაურთა ადამიანების საპატიო ორდერი. ასევე 2004 წლიდან ირაკლი ჟენევაში გახლავთ მსოფლიო მოგზაურთა კლუბის საპატიო წევრი, რომლის მეშვეობითაც დღემდე აგრძელებს მოგზაურობას.“


- სანამ მოგზაურთა კლუბის წევრი გახდებოდი და მოგზაურობა ჰობად გადაგექცეოდა, პირველად რომელ ქვეყანაში წახვედი და რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდი უკან ?

მოგზაურობის სურვილი ბავშობიდან მქონდა. მუდამ მსურდა დამეთვალიერებინა მსოფლიო. მახსოვს იმდენად დიდი სურვილი მქონდა ამის რომ ღმერთს ვეხვეწებოდი გთხოვ მსოფლიო შემომატარეთქო მაგრამ მაშინ ძნელად თუ წარმოვიდგენდი რომ ეს ოცნება ახდებოდა. ჩემი პირველი მოგზაურობა იყო მოსკოვში და მაშინ ვიყავი 15 წლის. მახსოვს სიხარულით ლამისა გადავდექი და როდესაც თვითფრინავში ჩავჯექი აი ეს იყო ჩენთვის წარმოუდგენელი რამე რადგან შიშისა და სიხარულის ზღვა ემოციები ერთმანეთში მქონდა არეული. იქ ჩასულს ისეთი გაოცებული დავდიოდი ასე მეგონა მსოფლიო ჩემი იყო. განა შეიძლებიდა რომ სოფლიდან ჩასულ 15 წლის ბავშვს მოსკოვი არ მოწონებოდა, მაშინ მეგონა რომ მსოფლიოში ყველაზე საოცარ ქვეყანაში მივხვდი და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.

-რამდენ ქვეყანაში ხარ ნამყოფი და როგორ გაწევრიანდი მოგზაურთა კლუბში ?

დღევანდელი მონაცემებით 122 ქვეყანა დახურული მაქვს და შეძლებისდაგვარად რათქმაუნდა ვაგრძელებ მოგზაურობას. რაც შეეხება მსოფლიო მოგზაურთა კლუბის საპატიო წევრობას ეს ძალიან საინტერესო იყო და იქ სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ერთხელ როდესაც ჟენევაში გადავწყვიტე მოგზაურობა იქ ჩასულს ბევრ სხვა ღირსშესანიშნაობასთან ერთად გავიგე რომ არის ულამაზესი ცენრი -სადაც ბირთვული კვლევების უზარმაზარი ცენტრია, აქ არის საოცარი მუზეუმი რომელიც ყველა მოგზაურს აუცილებლად აინტერესებს. შეუძლებელია ტურისტი ჟენევაში წავიდეს და ეს დიდებული სანახაობა არ ნახოს. მოკლედ მივედი თუ არა ცენრში სრულიად შემთხვევით ჩემთვის უცნობი ადამიანი რომელიც იქვე იდგა მომიახლოვდა და მითხრა თუ საიდან ვიყავი მე და რამდენად ვიყავი დაინტერესებული მსოფლიო მოგზაურთა კლუბში გაწევრიანებით.. როდესაც გაიგო რომ მე საქართველოდან ვიყავი და რათქმაუნდა ჩემი უდიდესი ჰობი იყო მოგზაურობა მსოფლიოს ირგვლივ მან მითხრა რომ. ჟენევაში არის მსოფლიო მოგზაურთა ადამიანების კლუბი სადაც სპეციალური განაცხადის შევსების მერე არის დიდი შანსი რომ მოხვდე იქ.. მეც იმდენად დამაინტერესა ამ შემოთავაზებამ რომ უმალ დავთანხმდი და იმდღესვე ვთხოვე ამ კეთილ ადამიანს აღნიშულ კლუბში მისვლა. იქ მისულს სამწუხაროდ ისე მარტივი არ აღმოჩნდ აყველაფერი როგორც ეს მე მეგონა. როორც ამიხსნეს იმისათვის რომ ამ კლუბში მოხდეს ოფიციალური გაწევრიანება სავალდებულოა არანაკლებ 7 ქვეყანაში იყო ნამყოფი და გქონდეს შენეული ხედვები დ ანაშრომებეი დაწერილი თუ რა შთაბეჭდილებები და განსაკუთრებული ხედვებით დაბრუნდი ქვეყნებიდან, ასევე ითხოვდნენ ვიდეოებს-ფოტოებს და ეს ყველაფერი ბუნებრივია იმ წამს მე იქ არ გამაჩნდა.. მითხრეს რომ შემევსო აპლიკაცია და ყველა საჭირო მოთხოვნების წარსდგენის შემთხვევაში ისინი სპეციალური საბჟოს კრებით გადაწყვეტდნენ გაგაზევრიანებენ თუ არა ამ კლუბში. იქიდან წამოსულ იმდენა დვიყავი მონდომებული რომ უმალ დავიწყე ყვლა ჩემი მატერიალის შეგროვება და მზა უზარმაზარი პაკეტი გადავაგზვანე ფოსტით, საიდანაც ზუსტად 3 თვეში მომივიდა მოსალოცი ბარათი, რომ მე დავაკმაყოფილე მათი მოტხოვნა და ამისათვის აუცილებელი იყო იქ ჩასვლა და კლუბის მსოფლიო მოგზაურთა საპატიო ზევრის სტატუსის მიება. იმდენად გამიხარდა, რომ წერილის მიღებიდნა ზუსტად 12 დღეში უკვე ჟენევაში ვიყავი და აი იმ დღიდან რადიკალურად შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში ამ კუთხით ყველაფერი, რამე თუ აღნიშნული კლუბი არ არის უბრალოდ წოდება, ეს საზოგადოება აწყობს უამრავ მსოფლიო ტურებს, უამრავ კვლევით ღონისძიებებს და ასევე აფინანსებს თავიანთი კლუბის წევრებს. მე ვთვლი რომ აქ ყოფნა არის ღირსეულთა, ნიჭიერთა და თანამედროვე ცივილიზაციის ამომავალი მზე რომელიც გაძლევს იმის ფუფუნებას რომ მათი დახმარებით შემოურბინო მსოფლიო.. აქ ყოფნა გაძლევს უდიდეს გამოცდილებას, ცოდნას და განათლებას. აქ ყოფნა სწორედ არის ის რის გამოც შეიძლება ადამიანი გახდეს ბედნიერი და ჰქონდეს სრულფასოვანი ცხოვრება, რამე თუ მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობა ეს უდიდესი წიგნია სადაც შლი, შლი და ყოველ წამს უსაზღვროდ საინტერესო და ახალი , შენთვის უცნობი მატერიალები გხვდება.

-მარტო მოგზაურობ ხოლმე თუ ოჯახთან ერთად?

არა, სამწუხაროდ ჩემი მოგზაურობა ყოველთვის არ არის ტურისტული, რადგან ეს ძირითადად საქმიანია და შესაბამისად როდესაც საქმიდან გამომდინარე მე უცხო ქვეყანას ვსტუმრობ სწორედ ამ დროს ვცდილობ ტურისტული კუთხით ვნახო ის ქვეყანა სადაც მე ჩავდივარ - აქიდან გამომდინარე მე არ მაქვს იმის ფუფუნება რომ ყველგან სადაც მე წავალ თან ჩემი ოჯახი მყავდეს. თუმცა რა თქმა უნდა თავისუფალ დროს ოჯახთან ერთადაც არანაკლებს ვმოგზაურობ.

-უახლოეს მომავალში სად გეგმავ მოგზაურობას?
ზუსტად ორ კვირაში მივდივარ დენვერში იქიდან მექსიკის ულამაზეს ქალაქ კანკუნს ვეწვევი და იქიდან დაბრუნებულს უკან გზაზე სპეციალური 4 დღიანი ტრანსფერი მაქვს ლოს ანჟელესში . ამ ტურს ზუსტად 3 თვეა ველოდები და გუშინწინ ბილეთი რომ მივიღე და ყველაფერი გადაწყვეტილია სიხარულით უკვე დღეებს ვითვლი, რამე თუ როგორც ავღნიშნე მოგზაურობა ზუსტად ისევე მიხარია დღემდე როგორც ეს იყო 15 წლის ასაკში. იქიდან რათქმაუნდა ჩემს ფეისბუქ და ინსტაგრამ მეგობრებს გავანებივრებ, რამე თუ თითეული მათგანი სულმოუთმენლად ელის ხოლმე ჩემს ლაივ ეტერებს და როდესაც დავდე ნიუსი ამ თემაზე რომ მე მალე მივეგზავრები დღემდე არ წყდება თხოვნები, რომ ისინიც აუცილებლად ვამოგზაურო ვირტუალურად ჩემს სამყაროში, დიდი მადობა ამისთვის მათ ყველა, ვპირდები აუცილებლად ჩავრთავ ლაივებს და ფოტო-ვიდეოების გაშუქებაში ხომ ალბათ ვერ დამასწრებს მთელი 10 დღე ვერავინ

-რომელი ქვეყანა იყო შენთვის ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი და დაუვიწყარი ?
ოო მე თუ მკითხავ ყველა ქვყანა დასამახსოვრებელი და დაუვიწყარია ჩემთვის, რამე თუ თითოეულს თავისი ღირებულებები, თავგადასავლები და კურიოზები ახლავს.. მაგალითად აფრიკა არასოდეს დამავიწყდება, რამე თუ ეს იყო ჩემი მოგზაურობის პიკი ტროპიკულ ქვეყნებში.. სადაც მე სპილოც კი დამეჯახა და სასწაულად გადავრჩი. ასევე ამ კონტინნტზე დაუვიწყარი იყო და იქნება სომალიაში მალარიით დაავადებულ ბავშვების დასახმარებლად როცა ჩასული ვიყავი, ეს უკვე ღრმა და სევდიანი თავგადასავალი იყო, რამე თუ მათ ბავშვების ტკივილს მე მთელი 2 კვირა სასტიკად განვიცდიდი.. ასევე არასოდეს დამავიწყდება დუბაი - აქ უცებ ექსკლუზიური ფოტოს გადაღება მომინდა და სასტუმროს ნომერი სადაც მე ვცხოვრობდი გახლდა არც მეტი და არც ნაკლები 32 -ე სართულზე. ამხელა სიმაღლიდან მისი ლანჩაფტი და პეიზაჟი საოცრად ლამაზი იყო, მე გადავწყვიტე ავმძვრალიყავი აივანზე და ჩემი ჭკუით ვგეგმავდი როგორც გითხარით ექსკლუზივს, ამ დროს ფეხი დამიცდა და გადავარდი - ეს იყო ღვთის სასწუალი, სხვა არაფერი შეიძლება მას უწოდო, რამე თუ ფეხი ზუსტად ისე დამიცა, რომ გარეთ კი არ გადავარდი არამედ შიგ აივანში ჩავარდი.. მად ხომ შეიძლებოდა გარეთ გადავარდნილიყავი, ეხლა დიდი ხნის მივიწყბული ვეყოლებოდი ყველას.. რა თქმა უნდა ნორვეგიას და ზოგადად სკანდინავიას ძალიან გამოვარჩევ, მე უდიდესი შთაბეჭდილებები მაკავშირებს ამ ქვეყანასთან. ასევე არშემიძლია არ გავიხსენო იტალია, ჩემი საყვარელი საბერძნეთი, მე ვგიჟდები განსაკუთრებით საბერძნეთის ულამაზეს კუნძულებზე.. ასევე ძალიან დასამახსოვრებელი იყო და არის ჩემთვის ბრიტანეთი. ეს იყო ქვეყანა სადაც მე არა თუ მარტო ვიმოგზაურე არამედ, მერგო ის პატივი რომ თვით მისი უდიდებულესობა დედოფლ ელიზაბედის მსოფლიო მოგზაურთა ორდენოსანი გავხდი.. ეს საპატიო ჯილდო ალბათ ყველაფერია ჩემთვის რამე თუ მსგავს ჯილდოს ბევრი ისე კვდება რომ ოცნებაშიც ვერ იღებს.. ასევე ძალიან კარგად მახსენდება 3 თვიანი ტური ავსტრალიაში სადაც მე მოხალისედ ვიმუშავე ცხოველთა დაცვის ზოოპარკში, ასევე ძალიან კარგად და გამორჩეულად დამამახსოვრდა ისრაელი და ჩემი მოგზაურობა პილიგრიმად წმინდა მიწაზე. შეუძლებელია ადამიანს ჰქონდეს მოგზაურობის ჰობი, დადიოდეს მსოფლიოს ირგვლივ და იერუსალიმს არ ეწვიოს.. ნუ ამერიკის კონტინენტებზე ხომ საერთოდ არ ვსაუბრობ რამე თუ ეს ქვეყნები თითქმის თვალდახუჭულად მაქვს შემოვლილი.. და ბოლოს ყველაზე მაგარი ტური რომელიც მე დღემდე მახალისებს ეს ინდოეთია, სადაც მე დავიკარგე და სულ სხვა ადგილას აღმოვჩნდი.. ამასობაში იმდენად გავერთე რომ არცკი მახსოვდა სინამდვილეში სად უნდა წავსულიყავი.. ასევე იყო გოა, დელი, პანიპატი და სხვა ბევრი საინტერესო ქალაქები ინდოეთში. ნუ მოკლედ ეხლა რომ ყველა 122 ქვეყნის ჩამოთვლას შეუდგე ალბათ 1 წელი ვერ მოვრჩებით

-და ბოლოს რას ურჩევდი მათ ვისი ოცნებაც სწორედ მოგზაურობაა...

ამ გადმოსახედიდან რჩევა რთული ნამდვილად არ არის, რამე თუ მარტო ოცნება არაფრის მომტანია, მე შემიძლია დღეს თამამად ვთქვა რომ ოცნებები შეიძლება ახდეს მაშინ როცა ამას თავად უწყობ ხელს. აუცილებელია გააკეთოს ყველამ ის რაც არასოდეს გაუკეთებია, სწორედ იმისთვის რომ მიაღწიოს იმას რაც არასოდეს ჰქონია.. იბრძოლეთ და გჯეროდეთ რომ აუხდენელი ოცნებები არ არსებობს, მითუმეტეს 21 საუკუნეში ყველაფერი მიღწევადია და მთავარი ნურასოდეს დაყრით ფარხმალს და ნუ იტყვით, რომ ამას ვერ შეძლებთ.. პირიქით გჯეროდეთ რომ თქვენი ოცნებების ახდენის დროა!..


ირაკლი ლომაია: “მაშინ ძნელად თუ წარმოვიდგენდი რომ ეს ოცნება ახდებოდა-“ [EXCLUSIVE]

ირაკლი ლომაია: “მაშინ ძნელად თუ წარმოვიდგენდი რომ ეს ოცნება ახდებოდა-“ [EXCLUSIVE]


ავტორი: ნათია ჩაფიძე
სპეციალურად: GOGAGGG.TV-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა